თბილისის ქუჩებში ახალი, ორსექციანი, 18-მეტრიანი ავტობუსები გამოჩნდა. ახალი ავტობუსები თავდაპირველად მხოლოდ 4 ხაზზე ივლის: N301 (პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან წმინდა ბარბარეს უბნამდე) – გაივლის საბურთალოს ცენტრალურ ნაწილს, ვაკეში ჭავჭავაძის გამზირს, რუსთაველის გამზირს, ორთაჭალაში გაბრიელ სალოსის გამზირს; N302 (მაღლივი კორპუსიდან დიდ დიღმამდე) – გაივლის საბურთალოს ცენტრალურ ნაწილს, აღმაშენებლის ხეივანს; N308 (გლდანიდან კოლმეურნეობის მოედნამდე) – გაივლის შემდეგ მეტროსადგურებს: ახმეტელის თეატრი, სარაჯიშვილი, გურამიშვილი, ღრმაღელე, დიდუბე, წერეთელი, მარჯანიშვილი, რუსთაველი, თავისუფლების მოედანი; N314 (დიდი დიღმიდან კოლმეურნეობის მოედნამდე) – გაივლის დიდი დიღმის მიკრორაიონებს, აღმაშენებლის ხეივანს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, ზურაბ ჟვანიას მოედანს, თბილისის მერიას, ზოოპარკს, ფილარმონიას, რუსთაველის გამზირს.
კომენტარები