რომელ ასაკში უნდა მივცეთ ბავშვს გადაწყვეტილების მიღების უფლება? ამ კითხვას ცნობილი ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე ერთ-ერთ ინტერვიუში პასუხობს.
“ზოგადად, რატომღაც ასე ვთვლით, რომ ბავშვი, რაკი პატარაა, გადაწყვეტილება მან არ უნდა მიიღოს. სინამდვილეში კი სულ მცირე ასაკიდან, 2 წლიდან, როცა ბავშვი უკვე ლაპარაკობს, შეგვიძლია დავიწყოთ ამაზე “ვარჯიში” და მივცეთ არჩევანის საშუალება.
შეგვიძლია ვუთხრათ, დაფიქრდი, გაქვს არჩევანი, მაგალითად, სამი რაღაც. შეგიძლია აარჩიო სხვადასხვა ვარიანტი. ჩვენ ზოგადად გვიჭირს, გამოვხატოთ ჩვენი არჩევანი მისაღები გზით – ის, რასაც ფსიქოლოგები ასეარტიულობას უწოდებენ. ესაა გამოხატო შენი აზრი მისაღები გზით, მაგალითად, როცა რაღაც არ გინდა ან არ მოგწონს. ამას ბავშვები კი არა, მოზრდილებიც ვერ ვაკეთებთ. ასეთი არჩევანით პატარაობიდანვე ვასწავლით, რომ თავისი არჩევანი მშვიდად და ზრდილობიანად გამოხატოს. ანუ მისაღები ფორმით თქვას, რომ რაღაც არ უნდა, მაგალითად არ უნდა თამაში. ” – ამბობს თამარ გაგოშიძე.
კომენტარები