
ამ ტესტის შეკითხვები ზოგადი განათლების თემებიდან არის. გაეცით მათ პასუხები და გაიგეთ, რამდენად კარგი თქვენი ინტელექტუალური დონე ზოგადი განათლების კრიტერიუმების მიხედვით.
1. ცნობილი ფრანგი მოქანდაკის ოგიუსტ როდენის ასევე ცნობილ ქანდაკებას ჰქვია:

ა) ჩაფიქრებული
ბ) მოაზროვნე
გ) დეპრესია
2. რას აკეთებენ ირმები გაზაფხულზე?

ა) იძინებენ
ბ) თბილ ქვეყნებში მიდიან
გ) რქებს იცვლიან
3. ვის მიანიშნა საოცარი ვარსკვლავის გამოჩენამ იესოს დაბადებაზე?

ა) პილიგრიმებს
ბ) მოგვებს
გ) მეფეს
4. აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, რის წელი მოსდევს კურდღლის წელს?

ა) გველის
ბ) მაიმუნის
გ) დრაკონის
5. რა ჰქვია მტრედის შვილს?

ა) ხუნდი
ბ) მართვე
გ) ლაპი
6. რომელი ნაწარმოები მთავრდება ამ ფრაზით: “დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიან…”
ა) ილია ჭავჭავაძის “ოთარაანთ ქვრივი”
ბ) კონსტანტინე გამსახურდიას “მთვარის მოტაცება”
გ) ნიკო ლორთქიფანიძის “თავსაფრიანი დედაკაცი”
7. სად მდებარეობსს აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენცია – თეთრი სახლი?

ა) ნიუ-იორკში
ბ) ვაშინგტონში
გ) ჩიკაგოში
8. რომელი ხილის ჯიშებია გოლდენი, სინაპი, გალა, აიდარედი, კეხურა?

ა) ვაშლის
ბ) მსხლის
გ) ატმის
9. “ნებისმიერ მართკუთხა სამკუთხედში, კვადრატის ფართობი, რომლის გვერდი ჰიპოტენუზის ტოლია, უდრის დანარჩენ ორ გვერდზე მდებარე კვადრატთა ფართობების ჯამს” a2 + b2 = c2. რა სახელით არის ცნობილი ეს თეორემა?
ა) კოსინუსების თეორემა
ბ) თალესის თეორემა
გ) პითაგორას თეორემა
10. სად მდებარეობს გაეროს შტაბ-ბინა?

ა) ნიუ-იორკში
ბ) ჟენევაში
გ) კოპენჰაგენში
პასუხები:
- მოაზროვნე
- რქებს იცვლიან
- მოგვებს
- დრაკონის
- ხუნდი
- თავსაფრიანი დედაკაცი
- ვაშინგტონში
- ვაშლის
- პითაგორას თეორემა
- ნიუ-იორკში
კომენტარები