საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მრავალი კოლექციაა თავმოყრილია: ევრაზიაში აღმოჩენილი უძველესი ადამიანის ნაშთები უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნივთები, ბუნების ისტორიის ამსახველი მასალა, ქრისტიანული კულტურის მდიდარი მემკვიდრეობა ჭედური და ფერწერული ხატები, ჯვრები, ნაქარგობა, ტიხრული მინანქარი, პირველხარისხოვანი აღმოსავლური ძეგლები, ნუმიზმატიკის მდიდარი კოლექცია, ოქროსა და ვერცხლის ნატიფი სამკაულები ანტიკური კოლხეთიდან, სხვადასხვა დროის ქართველი და ევროპელი მხატვრების შესანიშნავი ნამუშევრები და სხვ.
მუზეუმში დაცულ კოლექციას შორისაა არქეოლოგიური სამუშაოს დროს აღმოჩენილი სამკაული, რომელიც ნათელ წარმოდგენას ქმნის, რამდენად დახვეწილი იყო უძველეს საქართველოსი ძვირფასი ლითონებისა და ქვების დამუშავების კულტურა.
„იმედინიუსი“ გთავაზობთ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცულ უძველეს სამკაულთა ნაწილის ფოტოებს, რომელიც მუზეუმის ვებგვერდზეა განთავსებული.
🔹 ყელსაბამი – ოქრო, სარდიონი, აქატი; აღმოჩენის ადგილი: ქვემო ქართლი. თრიალეთის #8 ყორღანი ; დაცულია საქართველოს მუზეუმში.
პერიოდი: ძვ. წ. II ათასწლეულის პირველი ნახევარი
🔹 ყელსაბამი – ოქრო; აღმოჩენის ადგილი: კახეთი. ანანაურის #2 ყორღანი; დაცულია საქართველოს მუზეუმში;
პერიოდი:ძვ. წ. III ათასწლეულის II ნახევარი
🔹 ყელსაბამი მედალიონით – ოქრო, აქატიშიდა ქართლი. ზღუდრის სამაროვანი
პერიოდი: ახ. წ. II საუკუნის დასასრული
🔹 ყელსაბამი მედალიონითა და სანელსაცხებლით – ოქრო, გრანატი, ამეთვისტო, ფირუზი; აღმოჩენის ადგილი: მცხეთა. არმაზისხევის სამარხი
პერიოდი: ახ. წ. II საუკუნე
🔹 ყელსაბამი – ოქრო, ძოწი, ფირუზი; აღმოჩენის ადგილი: მცხეთა, არმაზისხევის სამარხი
პერიოდი: ახ.წ. II-III საუკუნეები
🔹 ყელსაბამი – ოქრო, სიგრძე 33 სმ; აღმოჩენის ადგილი – იმერეთი. ვანის სამარხი
პერიოდი: ძვ.წ. V საუკუნე
🔹 ბეჭედი – ოქრო, გრანატი; აღმოჩენის ადგილი – მცხეთა. სამთავროს სამარხი
პერიოდი: ახ. წ.II-III საუკუნეები
🔹 სამაჯურები – ოქრო, დიამეტრი 7.8 სმ; აღმოჩენის ადგილი – იმერეთი. ვანის სამარხი
პერიოდი: ძვ.წ. V საუკუნე
🔹 სასაფეთქლეები – ოქრო. სიგრძე 8.9 სმ; აღმოჩენის ადგილი – იმერეთი, ვანის სამარხი
პერიოდი: ძვ.წ. V საუკუნე
🔹 გულსაკიდი ფიბულით – ოქრო, ფირუზი, სარდიონი, მინა. სიგრძე 31 სმ; აღმოჩენის ადგილი – იმერეთი, ვანის სამარხი
პერიოდი: ძვ.წ. IV საუკუნის დასაწყისი
🔹 საყურეები – ოქრო, 5.6×5.2 სმ; აღმოჩენის ადგილი – შიდა ქართლი. ახალგორის განძი
პერიოდი: ძვ.წ. IV საუკუნე
კომენტარები