მშობლების დიდ ნაწილს, რა თქმა უნდა, უდიდესი სურვილი გააჩნია, რომ მისმა პირმშომ სკოლის წლები აბსოლუტური ხუთოსნის ტიტულით განვლოს და სამომავლოდაც ხშირად იამაყოს მისი პროფესიული თუ პიროვნული მიღწევებით.
თუმცა, იმის მიხედვით, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნით მოევლინა ქვეყანას თქვენი პატარა, ხშირად შეიძლება სავსებით მარტივად დადგინდეს, როგორი მოსწავლე იქნება იგი სკოლაში, რომელი საგნებისკენ ექნება მეტი ინტერესი და ისწავლის თუ არა ყველა საგანს იდეალურად.
პატარა ვერძს ჰუმანიტარული საგნები მოეწონება. მისთვის არანაკლებ საინტერესო იქნება ცეკვა და მუსიკა.
პატარა კუროს, როგორც წესი, მათემატიკური საგნები იზიდავს. იგი აღფრთოვანებაში მოჰყავს ბოტანიკასა და ზოოლოგიას.
პატარა ტყუპი ყველა საგნით ინტერესდება, თუმცა არასოდეს სწავლობს არაფერს ბოლომდე. მისთვის საინტერესო (და აუცილებელიც კი) იქნება გრამატიკის შესწავლა, იმიტომ, რომ, როგორც წესი, სამომავლოდ იგი რომელიმე “მოლაპარაკე” პროფესიას მიანიჭებს უპირატესობას.
პატარა კირჩხიბები ბეჯითი, მაგრამ მორცხვი მოსწავლეები არიან. შესაბამისად, ცოდნას, რომელსაც რეალურად ფლობენ, ხშირად ვერ ამჟღავნებენ ბოლომდე გადამეტებული ემოციურობის გამო. მათ ყველაზე მეტად მოსწონთ ისტორიის შესწავლა.
პატარა ლომი სიამოვნებით დაკავდება ჯგუფხელის თანამდებობით. სწავლა და სიბეჯითე დიდად არ იზიდავს, სამაგიეროდ, თუკი დაავალებთ, რომ სხვების სწავლის დონე გააკონტროლოს ან დაეხმაროს ვინმეს, შეიძლება სიამაყემ აიძულოს, თავადაც იმეცადინოს. ნახეთ სრულად
კომენტარები