როგორ ვატაროთ სუნამოს არომატი ისე, რომ მისი სუნი დიდხანს გაგვყვეს. ამისთვის სამი ნაცადი ხერხი არსებობს.
1. ვიპკუროთ ის სწორ ადგილას.
სუნამო უნდა დავისხათ სხეულის ისეთ ზონებში, სადაც სისხლის მიმოქცევა განსაკუთრებით ძლიერია და პულსაცია იგრძნობა. მაგალითად: ყურის ძირში, მაჯებზე (პულსის ზონაში), ყელისა და მკერდის მიდამოებში.
2. შხაპის მიღების შემდეგ.
სუფთა და შემსუბუქებული კანი უკეთ შეიწოვს არომატს. ჯერ კიდევ შეუმშრალი, ოდნავ ნესტიანი თმა მას რეკორდულად დიდი ხნის განმავლობაში შეგინარჩუნებთ.
3. ტანსაცმელსა და აქსესუარებზე.
ბუნებრივი ქსოვილი (განსაკუთრებით ბამბა) და ქურქი დიდხანს ინარჩუნებენ სუნამოს სურნელს. აღმოსავლურ არომატს, რომელსაც შარფზე იპკურებთ, შეუძლია გაგყვეთ მთელი ზამთრის განმავლობაში.
კომენტარები