ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩრდილოეთ კორეა ტოტალიტარული სახელმწიფოა, სადაც ხელისუფლება თავისი მოქალაქეების ყოველ ნაბიჯს აკონტროლებს, თუმცა ირკვევა, რომ 70-იან წლებში თავის მეზობელს არც სამხრეთ კორეა ჩამორჩებოდა.
სასჯელი საგზაო წესების დარღვევისთვის
1976 წელს გადაღებულ ფოტოზე, რომელმაც ოდესღაც მთელი მსოფლიო მოიარა, ქუჩის არასწორ ადგილზე გადაკვეთისთვის დასჯილი ადამიანები ჩანან. ბანერზე წერია, რომ მათი შერცხვენა ყველა კეთილსინდისიერი მოქალაქის მოვალეობაა.
საგზაო წესების დარღვევისთვის სამხრეთ კორეელებს დაჯარიმებასთან ერთად, 30 წუთით „სირცხვილის გალიაში“ ათავსებდნენ, სადაც ჩადენილი დანაშაულის მთელი სიმძიმე უნდა გაეაზრებინათ.
აკრძალვები გარეგნობასთან დაკავშირებით
1963—1979 წლებში სამხრეთ კორეის „ბრძენი მმართველი“ პაკ ჩონ ჰი იყო, რომელსაც ბევრი დიქტატორად მიიჩნევდა. ჰის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყანაში უამრავი შეზღუდვა და აკრძალვა დაწესდა, მაგრამ დიქტატორის ყველაზე ცნობილი აკრძალვები სამხრეთ კორეის ახალგაზრდა მოქალაქეების გარეგნობას ეხებოდა.
მინი კაბა – 70-იან წლებში მთელ მსოფლიოში მოდური გახდა მოკლე კაბები, მაგრამ კორეელ ქალებს მინის ჩაცმას კანონი უკრძალავდა. პაკ ჩონ ჰის ბრძანებით, თუ კაბის სიგრძე მუხლს ზემოთ 17 სმ-ზე მაღლა იქნებოდა, პოლიციელს ქალი განყოფილებაში გადაჰყავდა და მოკლე კაბის ნაცვლად, გრძელი ქვედაბოლოს ჩაცმას აიძულებდა.
კაბის სიგრძის კონტროლისთვის თითოეული პოლიციელი სახაზავს ატარებდა და კანონდამრღვევ ქალბატონებს გულმოდგინედ ეძებდა.
გრძელი თმა ბიჭებზე – ახალგაზრდა ბიჭებს გრძელი თმის ტარება ეკრძალებოდათ. კანონდამრღვევები ამ შემთხვევაშიც პოლიციაში გადაჰყავდათ და თმას პირწმინდად პარსავდნენ.
***
ეს მდგომარეობა პაკ ჩონ ჰის დაღუპვადე გაგრძელდა – 1979 წელს დიქტატორს საკუთარი დაზვერვის ხელმძღვანელმა და ესპუბლიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა კიმ ჯე ჰიუმ ესროლა.
სასამართლო პროცესზე პრეზიდენტის მკვლელმა განაცხადა, რომ საკუთარ უფროსს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების საფრთხედ მიიჩნევდა.
ამ მკვლელობის შემდეგ სასამართლომ ეს ზემოთ ჩამოთვლილი აკრძალვები გააუქმა;
თუმცა 2013 წელს პრეზიდენტის პოსტზე აირჩიეს მოკლული პრეზიდენტის ქალიშვილი პაკ კინ ჰე. მან მამის დროინდელი შეზღუდვები აღადგინა. ამან დიდი პროტესტი გამოიწვია. ბოლოს და ბოლოს, პრეზიდენტის წანააღმდეგ კამპანია დაიწყო, იგი კორუფციაში დაადანაშაულეს და 2017 წელს 22 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
კომენტარები