ნებისმიერი ქალიშვილსთვის საყვარელი მამაკაცის დედის გაცნობა მეტად მნიშვნელოვანი მოვლენაა. სიტყვა “დედამთილი” ზოგში გაურკვეველ შიშს ბადებს. სინამდვილეში საქმე სხვაგვარადაა. შეიბრალეთ ქალბატონი, რომლისგანაც მისი ზრდასრული და ამქვეყნად ყველაზე საყვარელი მამაკაცი მიდის. ვისთან მიდის? თქვენთან. ამიტომ მომავალი მეორე დედის მიმართ საბრძოლველად ნუ განეწყობით. დაარწმუნეთ, რომ შვილის წართმევას არ აპირებთ. მისთვის სასურველი სარძლო რომ გახდეთ, საჭიროა:
1. თქვენს რჩეულს პირში უყურეთ. დაე, დედამისი დარწმუნდეს, რომ ყველა გადაწყვეტილებას სწორედ ის იღებს, მაშინაც კი, თუ ამას ყოველთვის თქვენ აკეთებთ.
2. იყავით თავდაჭერილი ქცევაში, ასევე ჩაცმის სტილში. ჭარბი კოსმეტიკით, მეტისმეტად მოკლე კაბითა და გაშიშვლებული ჭიპით მის წინაშე ნუ წარდგებით.
3. პასუხებს თავს ნუ აარიდებთ. ყველა მის შეკითხვას სრულად უპასუხეთ.
4. შესთავაზეთ დახმარება სუფრის გაშლაში ან ჭურჭლის ალაგებაში.
5. წასვლისას აუცილებლად აღნიშნეთ, რომ მისი გაცნობით ძალიან კმაყოფილი დარჩით.
6. ნუ დაიწყებთ მსჯელობას, რომელიც იწყება სიტყვებით: “ვფიქრობ”, “დარწმუნებული ვარ”.
7. დიასახლისის როლს ნუ მოირგებთ, ნუ დაიწყებთ თაროებსა და მაცივარში ძვრომას, ოთახებში ბორიალს.
8. ნუ ისაუბრებთ მწვავე და საკამათო თემებზე – ფასებზე, პოლიტიკაზე, რელიგიაზე, კატასტროფებზე, უკურნებელ სენზე. ყოველივე ამან შეიძლება შეხვედრის შემდეგ უსიამოვნო გრძნობა დატოვოს.
კომენტარები