ამ მეწამული ფერის სასმელს „ფარაონების ჩაის“ სახელით მოიხსენიებენ, რადგან მისი სასარგებლო თვისებების შესახებ უძველესი დროიდან ცნობილია.
კარკადე სუდანის ვარდის ფოთლებია, რომელიც საქართველოში არ ხარობს.
კარკადეს ჩაი ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის სასარგებლოა, რადგან ის წყურვილს კლავს და საჭმლის მონელებას აუმჯობესებს.
კარკადეს სასარგებლო თვისებები
ეს სასმელი:
- აძლიერებს კაპილარებს, რომლებითაც მოფენილია მთელი ჩვენი ორგანიზმი
- ამცირებს ქოლესტერინის დონეს
- სასარგებლო გავლენას ახდენს ღვიძლისა და პანკრეასის მუშაობაზე
- სასმელში შემავალი კვერცეტინი აუმჯობესებს მხედველობას, ხსნის თვალის დაღლილობას
- კარკადე სხეულს ნაღვლის გამომუშავებაში ეხმარება
- შეუძლია მეტაბოლიზმის გაუმჯობესება, შესაბამისად – კარკადეს ჩაი გასახდომად გამოგადგებათ.
- აუმჯობესებს კანის სტრუქტურას – გარდა იმისა, რომ ორგანიზმიდან ტოქსინები გამოჰყავს, წყლის დეფიციტსაც ავსებს
- კარგად ებრძვის კოლიბაქტერიებს და სტაფილოკოკს
- უხდება გულის მუშაობას
- შეგიძლიათ, დალიოთ ძილის წინ, რადგან არ შეიცავს ტანინს და, შესაბამისად, არ აქვს მატონიზირებელი ეფექტი. პირიქით – კარკადეს ჩაი ამშვიდებს
- და ბონუსი: კარკადეს ჩაი გამოგადგებათ, ნაბახუსევზე წამალი თუ გსურთ.
კარკადეს მომზადება
თუ სასმლის სასარგებლო თვისებების შენარჩუნება გსურთ ჩაის ადუღება არ უნდა დაუშვათ! თუ მხოლოდ გასტრონომიული ინტერესი გაქვთ, შეგიძლიათ წამოადუღოთ, მაგრამ მხოლოდ ერთი წუთით.
ინტენსიური ფერისა და გემოს მისაღებად 1 ჩაის კოვზ კარკადეს 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი უნდა დაასხათ და თავდახურულ ჭურჭელში 4-5 წუთი დატოვოთ.
ჩაის ნაყენისთვის უმჯობესია მინის, ფაიფურის ან კერამიკული ჭურჭელი გამოიყენოთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ლითონის – სასმელი გემოსაც დაკარგავს და ფერსაც.
გახსოვდეთ, რომ სწორად დაყენებულ კარკადეს ჩაის ხასხასა წითელი ფერი აქვს. შეგიძლიათ, გემოვნებით დაამატოთ, თაფლი, ლიმონი, დარიჩინი, პიტნა.
დღეში რეკომენდებულია 2 ფინჯანი.
ზაფხულის სიცხეში კი გემრიელია კარკადეს ცივი ჩაი – ლიმონის ნაჭრებთან და ყინულთან ერთად, კოქტეილის მსგავსად.
ცივი კარკადეს დასაყენებლად მეტი დროა საჭირო – ფოთლებს იმავე პროპორციით დაასხით ოთახის ტემპერატურის წყალი და მთელი ღამით ან 4-5 საათით მაინც შედგით მაცივარში.
კარკადეს ჩაის უკუჩვენება
✖️ დიაბეტი – თუ დიაბეტის სამკურნალო საშუალებებს იღებთ, კარკადეს ჩაიმ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის სწრაფად დაცემა. ამიტომ, უნდა აკონტროლოთ სისხლში შაქრის დონე.
✖️ ორსულობა – კარკადე ჩაის შეუძლია გავლენა მოახდინოს ესტროგენის დონეზე, რაც ნიშნავს რომ ის გავლენას ახდენს როგორც ორსულობაზე, ასევე ნაყოფიერებაზე. თუ თქვენ ცდილობთ დაორსულებას ან უკვე ორსულად ხართ, უმჯობესია მოერიდოთ. ასევე, მიმართეთ ექიმს, თუ იღებთ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს ან იტარებთ ჰორმონალურ მკურნალობას.
✖️ დაბალი წნევა – კარკადეს ცივი ჩაი აქვეითებს არტერიულ წნევას, რაც შეიძლება საზიანო იყოს, თუ უკვე გაწუხებთ დაბალი წნევა.
✖️ გასტრიტი, წყლული, შარდკენჭოვანი დაავადება – ასევე არ არის რეკომენდებული გამოყენება უზმოზე მათთვის, ვისაც გასტრიტი, წყლული ან შარდკენჭოვანი დაავადება აწუხებს.
✖️ კუჭის მაღალი მჟავიანობა – თუ კუჭის მაღალი მჟავიანობა გაქვთ, უნდა მოერიდოთ ამ სასმელს მასში დიდი რაოდენობით შემავალი C ვიტამინის მაღალი გამო.
კომენტარები