მიუხედავად იმისა, რომ კუნთია, გული სხეულის უმნიშვნელოვანესი ორგანოა, რადგან მის გარეშე სიცოცხლე არ შეგვიძლია. ეს მუშტისხელა ორგანო პატარა ძრავასავით მთელი სიცოცხლე, დღე და ღამე შეუსვენებლად მუშაობს, წუთში საშუალოდ 60-100-ჯერ იკუმშება და ამ ხნის განმავლობაში ოთხ-ხუთ ლიტრ სისხლს გადატუმბავს. თუმცა, ასეთ სრულყოფილ სისტემაში შეიძლება გაუთვალისწინებელი შემთხვევები მოხდეს. მაგალითად, გაზაფხულზე, როდესაც გული კლიმატური და ტემპერატურის ცვლილებებისგან ძალიან იღლება.
ზამთრიდან გაზაფხულზე გარდამავალ პერიოდს ატმოსფერული წნევის, ჰაერის ტემპერატურისა და ტენიანობის დონის ცვლილებები ახლავს. ამ ფონზე სრულიად ჯანმრთელ ადამიანებშიც შესაძლებელია არტერიული წნევის მკვეთრი მატება, გულის არეში ტკივილი და არითმიები.
სწორედ ერთიდან მეორე სოზონზე გადასვლის პერიოდში მწვავდება ქრონიკული, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა დაავადებები – საგრძნობლად იმატებს ჰიპერტონიული კრიზების და სტენოკარდიის შეტევები.
როგორ დავიცვათ თავი?
1. კვების კორექცია
გულისთვის სასარგებლო კვება გულისხმობს ბევრი ხილისა და ბოსტნეულის მიღებას, ნაჯერი ცხიმების, ტრანსცხიმების, შაქრის შეზღუდვას.
მიირთვით რაც შეიძლება მეტი:
- ბოსტნეული – ისპანახი, კომბოსტო (თეთრი, ყვავილოვანი, ბროკოლი, ბრიუსელის), სტაფილო
- ხილი – ვაშლი, ბანანი, ფორთოხალი, მსხალი, ყურძენი, ქლიავი
- გაუფქცვნელი მარცვლეულის (შვრიის, ბრინჯის, ხორბლის) ნაწარმი
- დაბალცხიმიანი ან უცხიმო რძის ნაწარმი – რძე, ყველი, იოგურტი, მაწონი
- ცილებით მდიდარი საკვები – თევზი, მჭლე ხორცი, კვერცხი, თხილეული, სოიის ნაწარმი (ტოფუ), პარკოსნები
- მონოუჯერი და პოლიუჯერი ცხიმებით მდიდარი საკვები: მზესუმზირას, სიმინდის, ზეთისხილის, სეზამის, სოიის ზეთი,
ერიდეთ:
- ნატრიუმს
- ნაჯერ ცხიმებს
- ტრანსცხიმებს
- შაქარს
- ალკოჰოლს
2. რეგულარული კონტროლი
გაზაფხულზე გულმა საათივით რომ იმუშაოს, ჯანმრთელობის მდგომარობა უნდა აკონტროლოთ და გარკვეული კვლევები ჩაიტაროთ.
3. სასარგებლო ჩვევები
ადამიანის ცხოვრებაში აუცილებლად უნდა ეთმობოდეს დრო სპორტსა და ზომიერ ფიზიკურ აქტივობას.
4. მავნე ჩვევები
ის, რაც გულის შეტევას იწვევს?
- მოწევა
- ჭარბი წონა
- უმოძრაობა
- გადაღლა
- მაღალი არტერიული წნევა.
დაბოლოს, მოერიდეთ სტრესს – ეს არის რჩევა, რომელიც ყველა სეზონზე აქტუალურია და ეცადეთ, შეინარჩუნოთ ემოციური სტაბილურობა.
კომენტარები