როგორ გავირუჯოთ მზეზე
გარუჯვას სჭირდება ცოდნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მზემ შესაძლოა მთელი შვებულება ჩაგიშხამოთ. იმისათვის, რომ სწრაფად მიიღოთ გლუვი, თანაბარი შოკოლადის ფერი და ამავე დროს, არ დაიწვათ კანი, გაითვალისწინეთ ქვემოთ მოცემული რჩევები.
ვისთვის არის მავნე გარუჯვა?
რუჯის მიღება მავნეა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ძალიან ფერმკრთალი კანი და თმა აქვს, აგრეთვე, ტანზე თანდაყოლილი, პიგმენტური ლაქები, მსხვილი ან დიდი რაოდენობით ხალი. ამ მახასიათებლების მქონე ხალხს მზის დამწვრობისკენ აქვთ მიდრეკილება, ამასთან ერთად, ულტრაიისფერმა სხივებმა შესაძლებელია უფრო დიდი პრობლემები შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას. ამისთვის საუკეთესო გამოსავალი – რუჯის საცხია.
თუ ფიქრობთ, რომ რუჯი თქვენ ზიანს არ მოგაყენებთ, მაშინ გამოიყენეთ შემდეგი წესები:
ოქროს წესები ლამაზი რუჯისთვის
სანაპიროზე სტუმრობამდე რამდენიმე კვირით ადრე სოლარიუმის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ მოამზადოთ კანი ინტენსიური რუჯისთვის. სოლარიუმში ხუთწუთიანი სეანსი კვირაში ორჯერ კანს აძლევს ოქროსფერ ელფერს და რათქმაუნდა იცავს მომავალში ულტრაიისფერი დასხივებისგან.
– თავდაპირველად მზეზე გასვლისას, რამდენიმე დღე აუცილებელია რუჯის საცხის გამოყენება. გახსოვდეთ, რომ ყველაზე დაუცველი ადგილებია – ცხვირი, მკერდი და მხრები. ამ ადგილებში, სანაპიროზე ყოფნისას, ყოველ ნახევარ საათში აუცილებელია რუჯის საცხის წასმა.
– თუ თქვენ საკმაოდ ცხელ ქვეყანაში ისვენებთ (ესპანეთი, იტალია, ბულგარეთი, აფრიკის ქვეყნები), თავდაპირველად, რამოდენიმე დღე ნუ გაჩერდებით შუა დღის მზეზე 5 წუთზე მეტხანს. შემდეგ, დღეების მატებასთან ერთად, თანდათან გაზარდეთ მზეზე ყოფნის დროც. ასეთ შემთხვევაში მიღებული შედეგი ნამდვილად გაგახარებთ. დაიმახსოვრეთ, რომ ერთ საათზე მეტი ხნით რუჯის მიღება არარეკომენდირებულია.
12:00-დან 14:00 საათამდე მზის გამოსხივება ყველაზე მწველია, ამიტომ სასურველია მთელი ეს დრო გაატაროთ ჩრდილში. რუჯის მისაღებად ყველაზე ოპტიმალური დრო 11:00-მდეა.
აგრეთვე, საჭიროა რუჯის საცხის წასმა წყალში ჩასვლამდე, რადგან ულტრაიისფერ სხივებს 1,5 მეტრზე წყალშიც შეუძლიათ შეაღწიოს და მოგაყენოთ ზიანი.
თუ თქვენ ხშირად ოფლიანდებით, რუჯის საცხი წაისვით რაც შეიძლება ხშირად, რათა ოფლიანობის შემდეგ არ დაიკარგოს მისი ეფექტურობა.
როგორ მივიღოთ მშვენიერი რუჯი დამწვრობის გარეშე?
– არ გახვიდეთ სანაპიროზე მზის სათვალის და ქუდის გარეშე. დაიმახსოვრეთ, რომ ძლიერი მზე იწვევს კანის გამოშრობას და ჭკნობას.
– რუჯის მიღების პროცესში ეცადეთ მზისკენ მიმართულება იცვალოთ 5-10 წუთში, რიგ-რიგობით, ჯერ მკერდზე დაწექით, შემდეგ ზურგზე, რათა თავი აარიდოთ დამწვრობას. თუ სანაპიროზე გაჩერებას 1 საათზე მეტ ხანს აპირებთ, დარჩენილი დრო სასურველია ქოლგის ქვეშ გაატაროთ.
– რუჯის მიღების შემდეგ რეკომენდირებულია ცივი შხაპის მიღება, შემდეგ კი კანის მკვებავი ლოსიონის მოხმარება.
რუჯის ყველაზე სწრაფად მიღება
როგორ გავირუჯოთ სწრაფად? საიდუმლო არაა, რომ ყველაზე სწრაფი და ლამაზი რუჯი მიიღება ტბის სანაპიროზე. იმის გამო, რომ ტბის წყალს შეუძლია საუკეთესოდ აირეკლოს მზის სხივები, მათი ეფექტი ბევრად გაუმჯობესებულია. თქვენი კანი მომენტალურად ირუჯება ცურვის დროსაც კი.
იმისათვის, რომ გავიძლიეროთ რუჯი, არ გაიმშრალოთ პირსახოცით კანი ცურვის შემდეგ, არამედ მიეცით მზეზე გაშრობის საშუალება. თუმცა, ამ შემთხვევაში თქვენ გეზრდებათ მზეზე დამწვრობის შანსი, რადგან წყლის წვეთებს ოპტიკური ლინზის თვისება გააჩნია.
წყალთან ახლოს მიღებული რუჯი უფრო სასარგებლოა კანისთვის, რადგან ნოტიო ჰაერი არბილებს კანს და მას გამოშრობის საშუალებას არ აძლევს.
როგორ დავაჩქაროთ რუჯის მიღება. რუჯის გამაძლიერებლები
უსწრაფესი შოკოლადისფერი რუჯის მიღება შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც თუ სეზონზე ყოველდღიურად მიიღებთ სტაფილოს და გარგარის ნატურალურ წვენებს.
ყველაზე უსაფრთხო მეთოდი რუჯის დაჩქარებისთვის – საცხის გამოყენება სპეციალური დანამატებით. ასეთი ნარევის გამოყენება შესაძლებელია რუჯის მიღების პირველივე დღეებში, ყველაზე ფერმკრთალი კანისთვისაც კი. ეს ნარევი ზრდის მელანინის გამომუშავებას, ხელს უშლის დამწვრობას, კვებავს და ატენიანებს კანს. შედეგად თქვენ მიიღებთ, თანაბარ, ლამაზ და ჯანმრთელ რუჯს.
რუჯის დაჩქარების კიდევ ერთი საშუალება – გამოიყენეთ რუჯის საცხი “ტინგლის” ეფექტით. ასეთი საცხი ზრდის კანის სისხლის მიმოქცევას, შედეგად მელანინის პიგმენტი გამომუშავდება უფრო სწრაფად და რუჯით უფრო ინტენსიური ხდება. “ტინგლის” საცხის გამოყენების შემდეგ შესაძლოა კანი გაწითლდეს, ან გამოიწვიოს ალერგია. ამიტომ, სანამ მას მოიხმართ, უმჯობესია “გატესტოთ” კანის პატარა მონაკვეთზე. უმჯობესია არ გამოიყენოთ “ტინგლის” საცხი ფერმკრთალ კანზე, აგრეთვე, არარეკომენდირებულია მისი გამოყენება სახეზე.
კოსმეტიკური ზეთები ლამაზი რუჯისთვის
ბუნებრივი კოსმეტიკური ზეთები – ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გზა მიიღოთ რბილი, ლამაზი და ჯანსაღი რუჯი კანის დაზიანების გარეშე. საკმაოდ მოსახერხებელია გამზადებული ზეთის ფლაკონის შეძენა, რომელიც ისეთი ცნობილი ბრენდების მიერ არის წარმოებული, როგორიცაა – AVON, NIVEA, GARNIER. მათი შემადგენლობა, როგორც წესი, მოიცავს ხორბალს, ქოქოსს, კაკაოს ზეთს, ავოკადოს, ბეტა-კაროტინს, ვიტამინებს, ანტიოქსიდანტებს, SPF – დამცავ ფაქტორებს, ულტრაიისფერი სხივების წინააღმდეგ. ზეთი ატენიანებს და კვებავს კანს, ზრდის მელანინს, რომელიც ხელს უწყობს შოკოლადისფერი რუჯის სწრაფ მიღებას. ცივი შხაპის შემდეგ აუცილებლად წაისვით ზემოაღნიშნული ზეთი, სანაპიროზე გასვლამდე. წყალში ცურვის შემდეგ ზეთი ირეცხება კანიდან, ამიტომ აუცილებელია მისი ხელახალი წასმა. ქიმიური და სანიტარიული ზეთის წასმისას იყავით ფრთხილად და ფაქიზად, რადგან არ გამოიწვიოს გარკვეული ალერგიები. ყურადღება: უბრალო ზეთი, რომელიც არ იცავს კანს ულტრაიისფერი სხივებისგან, რეკომენდირებულია მხოლოდ გარუჯული კანისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ფერმკრთალი კანი შეიძლება დაიწვას.
კომენტარები