ჩვენი ორგანიზმს კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში, საკუთარი თავდაცვითი ფუნქცია აქვს ჩართული, რაც გვიცავს სხვადასხვა გარემო ფაქტორებისგან, რომელთაც შეუძლიათ ავნონ ჩვენს ჯანმრთელობას. წარმოგიდგენთ ჩვენი ორგანიზმის 9 სისტემას, რომელთაც თავდაცვითი ფუნქცია აქვთ.
მთქნარება – მთქნარების ძირითადი ფუნქციაა, გააგრილოს ჩვენი ტვინი, როდესაც ის გადაიღლება ან გადახურდება.
ცემინება – როგორც წესი, ვაცემინებთ მაშინ, როდესაც ცხვირის გარსში გროვდება ალერგენები, მიკრობები და მტვერი… ცემინებით კი ჩვენ თავს ვაღწევთ მათ.
გაზმორვა – გაზმორვის დროს ორგანიზმს ვამზადებთ ფიზიკური მუშაობისთვის, ამ დროს იჭიმება კუნთები, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და განწყობა.
სლოკინი – როდესაც სწრაფად ან გადაჭარბებულად ვჭამთ, ამ დროს ვერ ხდება ლუკმების დამუშავება და ღიზიანდება კუჭის, ეგრეთ წოდებული, მოხეტიალე ნერვი, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული ჩვენს კუჭსა და დიაფრაგმასთან და ვასლოკინებთ.
მიოკლონური კრუნჩხვა – ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რა არის ეს პროცესი, თუმცა უმეტესი თქვენგანი განიცდის. როდესაც საწოლში დასაძინებლად წვებით, მყისიერად ძილსა და სიზმარში მიდიხართ და უცებ რაღაც შეგაქანებთ ან გადმოგაგდებთ საწოლიდან. დაწოლისთანავე სიზმრები იწვევს თქვენი კუნთების დაჭიმულობას, სიზმარში გადმოვარდნა, ჩავარდნა და დაცემა კი – მიოკლონურ კრუნჩხვას.
როდესაც გძინავთ, სუნთქვა, პულსი და გულის მუშაობაც სუსტდება, კუნთები და ორგანიზმი კი მოდუნებულია, ტვინი ამას აღიქვამს და სიკვდილისპირა მდგომარეობასთან აიგივებს. სწრაფად ჩაძინების და სიზმრის შემთხვევაში კი, რადგან კუნთები დაძაბულია და რიტმიც დარღვეულია, ქვეცნობიერად გადარჩენის მიზნით ტვინი ცდილობს თქვენს გადარჩენას მიოკლონური კრუნჩხვით.
ტენისგან კანის შეშუპება – თითების შეშუპებაც განსაზღვრულ როლს თამაშობს. მისი ზედაპირი პრიალაა, თუმცა წყალში განსაზღვრული დროით ყოფნის შემდეგ კი დანაოჭება ხდება, რაც აიხსნება იმით, რომ გლუვ ზედაპირიან საგნებს ადვილად მოვეჭიდოთ.
მეხსიერების დაკარგვა – მეხსიერების დაკარგვა, ძირითადად, მძიმე ფაქტების შედეგად ხდება – ძლიერი სტრესი, ავტოკატასტროფა და სხვა. ტვინი თავად შლის ამ საშინელ მომენტებს ჩვენი მეხსიერებიდან.
ქათმის კანი – ძირითადად მაშინ „გვბურძგლავს“, როდესაც ჩამთბარზე გვცივა, ამ დროს კი კანის ფორების დაბლოკვა ხდება, რათა კანის ფორებში არ შეაღწიოს სიცივემ და შეუნარჩუნოს ორგანიზმს თბილი კლიმატი.
ცრემლი – გარდა იმისა, რომ ცრემლი თვალის დამცველობით ფუნქციას ასრულებს, ის ასევე ემოციური თავდაცვის ინსტრუმენტია. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ სტრესის დროს ორგანიზმი ქმნის ახალ, ძალიან ძლიერ გაღიზიანების ცენტრს, რათა აღნიშნული ტკივილი შემსუბუქდეს და გადაგვავიწყდეს.
კომენტარები