თვალებს ბევრი რამის თქმა შეუძლია ადამიანის მიერ გათენებული ღამის, მიღებული ალკოჰოლისა თუ ზოგადად მისი ცხოვრების სტილის შესახებ. იმისათვის, რომ ეს პერსონალური ინფორმაცია სხვებისთვის თვალსაჩინო არ იყოს და თვალების ქვეშ არსებულმა სიშავემ არ გგვცეს, გირჩევთ გამოიყენოთ ეფექტური შრატი წრეებისა და შეშუპების საწინააღმდეგოდ ყოველ დილით.
ამისათვის კი დაგჭირდებათ: ნახევარი ჭიქა დაფქული ყავა, ნუშისა და ავოკადოს ზეთი, ბინტი ან მარლის ნაჭერი მასის გადასაწურად, პატარა ბოთლი საწვეთურით (პიპეტი).
ნაბიჯი 1. ნახევარი ჭიქა დაფქული ყავა მოათავსეთ მინის ქილაში, დაასხით ნუშის ზეთი იმ რაოდენობით, რომ ყავა დაიფაროს და დადგით 4-5 დღით ბნელ ადგილას.
ნაბიჯი 2. 4-5 დღის შემდეგ ყავა კარგად გაჯერდება ზეთის ესენციით. აიღეთ პატარა ჭურჭელი, დააფარეთ მარლა და ეს ნაზავი გადაწურეთ, რათა იქ არსებულმა ყავის ნაწილაკებმა მოხმარების დროს თვალის გარშემო არსებული ნაზი კანი არ დაკაწროს.
ნაბიჯი 3. ამ ყველაფრის შემდეგ კი მიღებულ შრატს დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი ავოკადოს ზეთი და დიდხანს და კარგად ანჯღრიეთ, რომ მასა ერთმანეთს სრულყოფილად შეერიოს. (თუ ყავის 3-4 მთლიან მარცვალსაც ჩააგდებთ, კოფეინი აქტიურად განაგრძობს მასში გამოყოფას)
შრატი შეგიძლიათ ყოველ დილით მაკიაჟის წასმამდე 20 წუთით ადრე გამოიყენოთ. შედეგი ერთ კვირაში გაგაოგნებთ.
კომენტარები