დღეს მისი სახელი ჩინეთში ყველამ იცის, თუმცა წლების წინ ის წერა-კითხვის უცოდინარი ქალი იყო, რომელსაც სკოლაში არასოდეს უვლია.
ჩინელი ქალი, სახელად ტაო ჰუაბი მთის სოფელში, უკიდურეს სიღარიბეში დაიბადა. ოჯახს რომ დახმარებოდა და თავი როგორმე ერჩინა, პატარა ტაო იძულებული იყო ბავშვობიდან მინდვრებში ემუშავა, ამიტომ წერა-კითხვის სწავლა ვერ მოახერხა.
ახალგაზრდა გოგონა სამხედროზე დაქორწინდა და ორი შვილი შეეძინა. მალე ტაოს ქმარი გარდაიცვალა და შვილების გამოსაკვებად ქალმა სახლში პატარა რესტორანი გახსნა.
რესტორანს სტუმარი არასოდეს აკლდა. კლიენტებს განსაკუთრებით ტაოს ექსკლუზიური რეცეპტით დამზადებული სოუსი მოსწონდათ. ადამიანები ხშირად რესტორანში არა სადილის ან ვახშმის, არამედ საგანგებოდ სოუსის დსაგემოვნებლად მიდიოდნენ.
ერთ-ერთი მუდმივი მომხმარებლის რჩევით, ტაომ მთელი დანაზოგი შეაგროვა და თავის სახლში სოუსის წარმოებისთვის პატარა საწარმო „Laogan ma“ გახსნა. დამწყებმა ბიზნესმენმა თავიდან 40 ადამიანი დაიქირავა, შემდეგ კიდევ 200…
დღეს ტაო ჰუაბის წარმოების ბრუნვა წელიწადში რამდენიმე ასეული მილიონი დოლარია.
კომენტარები