ოთხი მშობიარობის შემდეგ რამდენიმე ათეული კილოგრამის დაკლება უაღრესად რთული ამოცანაა, მაგრამ დაღესტნელმა ფატიმამ ეს შეძლო. თუმცა, ერთადერთი, რაც დაეხმარა მას ნებისყოფის მოკრებაში, იყო იმის გაცნობიერება, რომ ახლა ის არ იყო ქმრის ერთადერთი ცოლი…
ფატიმა აბდულაევა მართავს პოპულარულ ბლოგს, რომელიც ეძღვნება ოჯახურ ბიზნესს და მის წონაში კლებას. რამდენიმე წლის წინ, ოთხი შვილის გაჩენის შემდეგ, ქალი დაახლოებით 110 კგ-ს იწონიდა და დიდი ხნის განმავლობაში რამდენიმე კილოგრამსაც კი ვერ იკლებდა: გამუდმებით ჭამდა და თავს უძლურად გრძნობდა ჭარბი წონის წინაშე.
თუმცა, ყველაფერი ცოტა ხნის წინ შეიცვალა. ფატიმამ დაიკლო 40 კილოგრამი.
დაღესტნელი ქალი არ მალავს, რომ წონის დაკლების მნიშვნელოვანი სტიმული იყო ქმრის მეორე ცოლის გამოჩენა. იმ დროს ის და მისი მეუღლე 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყვნენ ერთად. ბლოგერის თქმით, რჩეულს არასოდეს გაუკრიტიკებია მშობიარობის შემდეგ მომატებული წონის გამო, მაგრამ ის მაინც თავს დამნაშავედ გრძნობდა.
„როდესაც ჩემმა ქმარმა მეორე ცოლი მოიყვანა, პირველი რაც ვიგრძენი, იყო ბრაზი და სტრესი. ტკივილმა დამაშორა. მაგრამ მე გადავწყვიტე საკუთარი თავის ხელში აყვანა. დავიშალე და თავიდან ავეწყე და 2-წლიანმა დიეტამ ნაყოფი გამოიღო“, – აზიარებს ქალი თავის ბლოგზე.
რა თქმა უნდა, კომენტატორებმა მაშინვე დაიწყეს ფატიმასთვის მინიშნება, რომ მას არ უნდა დაეკლო წონა მამაკაცის გულისთვის და სხვა ქალთან კონკურენციის მიზნით. თუმცა, დაღესტნელი ქალი ამტკიცებს, რომ ფორმაში ჩადგომა გადაწყვიტა არა ქმრის გულისთვის, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ ყოველთვის სურდა წინა წონის დაბრუნება.
„ჩემს ქმარს ვუყვარდი და ვუყვარვარ ნებისმიერ წონაში. მე არ დავიკელი წონაში მისი გულისთვის – ბოლოს მივხვდი, რომ უნდა მიყვარდეს საკუთარი თავი, მეცხოვრა ჩემთვის. მე მინდა ვიცხოვრო ჩემი მიზნებისთვის და სურვილებისთვის და აღარ გავწირო თავი სხვებისთვის“, – განმარტავს ფატიმა.
სხვათა შორის, მეორე ცოლი ბლოგერისა და მისი მეუღლის ცხოვრებაში დიდხანს არ გაჩერებულა. ქმარი მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა და ფატიმას ყველაფრისთვის პატიება სთხოვა. ამიტომ, რაც უნდა თქვან ამ ვითარებაზე სოციალურ ქსელებში, თავად დაღესტნელი ქალისთვის ამ ამბავს ბედნიერი დასასრული ჰქონდა!
კომენტარები