1941 წლის მაისში, გერმანიის სსრკ-ში შეჭრამდე ერთი თვით ადრე, უფროსი ლეიტენანტი იაკობ ჯუღაშვილი დაინიშნა საარტილერიო ბატარეის მეთაურად. სტალინმა თითი არ გაანძრია იმისთვის, რომ შვილი სადმე თბილ უსაფრთხო შტაბში მოეწყო. მან მშრალად უბრძანა იაკობს: “წადი და იომე!”
ჰაუბიცების მე-14 პოლკის უფროსი ლეიტენანტი იაკობ ჯუღაშვილი ომის პირველ დღეს ყუბანში გამართულ სამხედრო სწავლების დროს შეხვდა. მეორე დღეს მათი დივიზია გადაანაწილეს საომარ ზონაში. მან მოასწრო და გამოსამშვიდობებელი წერილი მისწერა მეუღლე იულიასა და ქალიშვილ გულიას, სთხოვდა, რომ არ ინერვიულონ მასზე.
სვეტლანა ალილუევა იხსენებს: ”რა ეშმაკმა უბიძგა, რომ ეს ჰაუბიცები აირჩია! ოფიცერმა არ უნდა მიატოვოს იარაღი, ამიტომ იგი დარჩა იქ თავისი ჰაუბიცებით ”
24 ივნისიდან 7 ივლისამდე ის გამოირჩეოდა ბელარუსის ქალაქ სენოსთან ბრძოლებში. რამდენიმე დღის შემდეგ მე -20 არმიის ნაწილები, რომელიც მე -14 სატანკო დივიზიას მოიცავდა, ალყაში მოექცა. 1941 წლის 16 ივლისს ჯუღაშვილის კვალი იკარგება.
რუსეთის სოციალურ-პოლიტიკური ისტორიის სახელმწიფო არქივი (РГАСПИ) ფონდი 558, აღწერა 11, ფაილი 1555, -ინახება ორიგინალი დოკუმენტი – 1946 წლის 14 სექტემბრის ექვსგვერდიანი მოხსენება სსრკ შინაგან საქმეთა მინისტრის, გენერალ-პოლკოვნიკ კრუგლოვისადმი, რომელსაც ხელს აწერს ბერლინის კომენდანტი. გენერალი ი. სეროვი, რომელიც ნათელს ჰფენს სტალინის შვილის საკონცენტრაციო ბანაკში ყოფნას და მისი გარდაცვალების დეტალებს. ეს დოკუმენტი ორიგინალია, ამბობს დოკუმენტალისტი ლანა ფარშინა.
დოკუმენტში სიტყვასიტყვით ნათქვამია: ”10 ივლისს ბერლინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულმა სექტორმა დააპატიმრა გერმანიის ძალების ცენტრალური ჯგუფის გენერალური შტაბის 1-C განყოფილების თანამშრომელი, გენსგერ პაული. დაკითხვისას მან აღიარა, რომ 1941 წელს ქალაქ ბორისოვში, როგორც თარჯიმანი, არტილერიის უფროსი ლეიტენანტის, ჯუღაშვილი იაკობის დაკითხვაში მონაწილეობდა. დაკითხვას ატარებდა 1-C განყოფილების კაპიტანი, საიმპერატორო უსაფრთხოების გენერალური დირექტორატის მე -5 განყოფილების თანამშრომელი, დოქტორი შულცე. ნახეთ სრულად
კომენტარები