ოქტომბერი სავსე იქნება ასტროლოგიური მოვლენებით, რომლებიც შესამჩნევ გავლენას მოახდენს ჩვენს ცხოვრებაზე და განსაზღვრავს ამ თვის ხელსაყრელ და არახელსაყრელ დღეებს. მთვარის ფაზებიდან გამომდინარე, ადამიანებმა დიდი ხანია შეადგინეს მთვარის კალენდარი, რომლის წყალობითაც ახერხებენ თავიანთი საქმეების დაგეგმვას და თავიდან იცილებენ არახელსაყრელი დღეების გავლენას.
რომელი დღეებია ხელსაყრელი
ოქტომბერი იწყება მზარდი მთვარის ფაზაში, რომელიც მშვილდოსნის ნიშანშია. მზარდი მთვარის პერიოდი ხელსაყრელია მრავალი წამოწყებისთვის, ის უზრუნველყოფს ემოციურ ამაღლებას, მუხტავს პოზიტიური ენერგიით და ეხმარება ურთულესი ამოცანების გადაჭრაში. ეს შესანიშნავი დროა ნებისმიერი კრეატიული იდეის განსახორციელებლად.
მთვარე ძალას მოიმატებს სავსემთვარეობამდე, რომელიც მოსალოდნელია 9 ოქტომბერს.
10-დან 24 ოქტომბრამდე ჩვენი ღამის ციური სხეული კლების ფაზაში იქნება. კარგი პერიოდია ძველი საქმეების დასასრულებლად და ახლის მოსინჯვისთვის. ასევე, კლებადი მთვარის პერიოდი ხელსაყრელია საკუთარი შეცდომების ანალიზისა და გამოსწორებისთვის. გარდა ამისა, ეს საუკეთესო პერიოდია დასვენებისთვის.
ახალი მთვარის შემდეგ, რომელიც 25 ოქტომბერს იქნება, მზარდი მთვარის პერიოდი კვლავ დაიწყება.
ყველაზე ხელსაყრელი დღეები მზარდი და კლებადი მთვარის ფაზაში იქნება:
მოგზაურობისთვის – 3, 4, 5, 6, 10, 16, 17, 19, 25, 27, 28, 29, 31 ოქტომბერი;
ქორწილებისთვის – 1, 2, 5, 7, 8, 28 ოქტომბერი;
ექიმთან და სტომატოლოგთან ვიზიტისთვის – 1, 5, 6, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 27, 28, 29 ოქტომბერი;
ქირურგიული ოპერაციებისთვის – 7, 10, 17, 18, 22, 24, 27, 29, 30 ოქტომბერი
კოსმეტიკური პროცედურებისა და მანიკიურისთვის – 2, 3, 4, 11, 12, 21, 22, 30, 31 ოქტომბერი.
მთვარის კალენდრის რეკომენდაციების დაცვით, შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ მრავალი პრობლემა და წარმართოთ თქვენი ცხოვრება პოზიტიური მიმართულებით.
კომენტარები