როგორ ადამიანებს მიაქვთ თქვენგან ბედნიერების ენერგია და ვის უნდა მოვერიდოთ – ამის შესახებ ეზოთერიკოსი ნინო ლეჟავა საუბრობს.
„როგორ ადამიანებს მიაქვთ თქვენგან ბედნიერების ენერგია? შეხედეთ თქვენს ყოველდღიურობას, შეხედეთ იმ ადამიანებს, ვისთანაც თქვენ ურთიერთობთ.
თუ თქვენ ურთიერთობთ ისეთ ადამიანებთან, რომლებიც მუდმივად არიან უკმაყოფილოები, მუდმივად ჩივიან საკუთარი ჯანმრთელობის, ბედნიერების დეფიციტის შესახებ, რომ სიყვარულში არ უმართლებთ, ბედნიერები არ არიან, რომ ფინანსებში წარუმატებლები არიან – ასეთი ადამიანები სწორედ, თქვენი ბედნიერების ენერგიის წამრთმევები არიან.
ასეთ ადამიანებს, ძირითადად, პრობლემების გადაჭრა არ უნდათ. მათ ასევე ენერგეტიკულ ვამპირებს უწოდებენ, რომლებიც მუდმივი ჩივილის მდგომარეობით იღებენ თქვენგან დადებით, პოზიტიურ და წარმატების ენერგიას.
ეს არის დამპალი, ჭიანი ხილის მდგომარეობა, როდესაც ჯანსაღი ხილი ასეთთან ხვდება, ისიც იწყებს ლპობას… ასეთ ადამიანებთან ინტენსიური ურთიერთობის შემდგომ, დაიწყება წარუმატებლობა პირადში, ფინანსური პრობლემები, შეგექმნებათ ჯანმრთელობის პრობლემა, იმიტომ, რომ ისინი არაცნობიერ დონეზე უბრალოდ ეძებენ ენერგეტიკულ დონორს, ვისგანაც დადებით ენერგიას აიღებენ და საკუთარ უარყოფითს სხვებს გადაულოცავენ“, – ამბობს ეზოთერიკოსი.
კომენტარები