ადამიანები დიდი სიფრთხილითა და სიყვარულით ინახავენ ახლობელთა ნაჩუქარ ან თუნდაც ნაქონ სამაკულს. ალბათ, ზოგი არც კი დაჰკვირვებია, რომ მათ მიმართ უცნაური ლტოლვაც ჩნდება. ასეთ ნივთებს მფლობელთა დაცვა შეუძლია – ისინი დროთა განმავლობაში ერთგვარ დამცველ და თილისმურ ძალას იძენენ.
თუ გსურთ, სამკაულმა დაგიცვათ და წარმატება მოგიტანოთ, უნდა ისწავლოთ მათი სწორად შერჩევა თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. დღეს ბიჟუტერიაზე მოგიყვებით:
ვერძი
თუ ვერძის ნიშნით ხარ დაბადებული და გსურთ ყურადღების ცენტრში ყოფნა, უპირატესობა ორიგინალურ კოლიეზე, გრძელ საყურეზე, ვარდისფერი ქვებით მოჭედილ ბეჭდებზე შეაჩერეთ. მკაფიო ფერის ქვებით გაწყობილი, ყვავილის ფორმის აქსესუარები კი გარშემომყოფთა ყურადღებასაც დაიმსახურებს და თქვენს ცხოვრებას უფრო ლამაზსა და მრავალფეროვანს გახდის.
კურო
თუ კუროს ზოდიაქოს ნიშანს განეკუთვნებით, მაშინ არჩევანი ლითონის აქსესუარებს მიანიჭეთ, ყურადღება კი ყელსაბამზე გადაიტანეთ. თქვენთვის მისაღებია მოვარდისფრო-მოწითალო ქვებით შემკული ბიჟუტერიის ტარება.
ტყუპები
ტყუპებისთვის კარგია თვალშისაცემი გულსაბნევის ყოველდღიურად ტარება. მით უმეტეს, თუ მას ყვავილის ფოთლის ფორმა აქვს. რაც შეეხება ქვებს, კარგია ყვითელი ან ვარდისფერი ქვით მოჭედილი სამკაულები. არ გირჩევთ მასიური სამკაულის ტარებას.
კირჩხიბი
თუ კირჩხიბის ნიშანს განეკუთვნებით, ატარეთ ხის ან ლითონის სამკაული. გამჭვირვალე ქვებით მოჭედილი ბიჟუტერია კი უფრო მიმზიდველს გაგხდით.
ლომი
ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულმა ადამიანმა უნდა ატაროს დიდი ზომის სამკაულები, რომლებიც ვარდისფერი ქვებით იქნება შემკული. ეს ბიჟუტერია აუცილებლად ცნობილი ბრენდისა და ძვირფასი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზედმეტად ნუ გადაიტვირთებით.
ქალწული
ქალწულებს მონეტებისგან გაკეთებული სამკაული უფრო მეტად წარმატებულს გახდის. ერიდეთ ძვირფას ლითონებს და აქცენტი გლუვ ქვებზე გააკეთეთ.
სასწორი
თუ სასწორის ნიშნით დაიბადეთ, მაშინ ყვითელი ფერის შუშის ბიჟუტერია მოგიხდებათ, ნატურალური ქვები კი მეტ თავდაჯერებულობას შეგმატებთ.
მორიელი
მორიელებმა აქცენტი კლასიკურ სამკაულზე უნდა შეაჩერონ, რადგან ეს მათი სტილია. თუმცა, არც მოდურ ტენდენციებზე თქვათ უარი. ატარეთ ყვავილის, პეპლის ან გულის ფორმის, გამჭვირვალე ქვებით შემკული პატარა ზომის გულსაკიდები. ეს მეტად მიმზიდველსა და წარმატებულს გაგხდით ცხოვრებაში.
მშვილდოსანი
თუ მშვილდოსნის ნიშნის ქვეშ ხართ დაბადებული, არჩევანი ცისფერი ქვებით გაწყობილ სამკაულზე გააკეთეთ. ყოველდღიურად ატარეთ ბეჭედი, წვეულებებსა და შეხვედრებზე კი ნაზ, სადა ბიჟუტერიას გირჩევთ.
თხის რქა
თხის რქები მეტად რომანტიკოსები არიან, უყვართ ძველი სტილის სამკაულების ყოველდღიურად ტარება. გირჩევთ, სხვადასხვა ფერის ქვებით გაწყობილი ბიჟუტერია მოირგოთ, რომელსაც რომელიმე ცხოველის ფორმა ექნება.
მერწყული
მერწყულები გემოვნებითა და მოდურობით გამოირჩევიან. მათ უცნაური ფორმის სამკაულების ტარება უყვართ. თქვენთვის კარგია წითელი, ცისფერი და ნარინჯისფერი ქვებით გაწყობილი ბიჟუტერიის ტარება, მით უმეტეს, თუ შეხვედრაზე ან მიღებაზე მიდიხართ.
თევზები
თუ თევზების ზოდიაქო გმართავთ, უნდა ატაროთ პატარა ზარის ფორმის გულსაკიდი, ბეჭედი ან საყურე – ეს ნებისმიერ სფეროში წარმატების გარანტი იქნება. ქვებიდან კი უპირატესობა ლურჯ, ყვითელ ან წითელ ფერებს მიანიჭეთ და ამ ფერის ქვებით გაწყობილი ბიჟუტერია ატარეთ.
საერთოდ, მიჩნეულია, რომ მანდილოსანმა მკვეთრი წითელი ფერის სამკაული ხშირად უნდა ატაროს, რადგან ამით ის ყურადღებას ადვილად იპყრობს და ნეგატიური ზემოქმედებისგან მეტად არის დაცული.
კომენტარები