საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე პარლამენტში განხილვები უკვე მიმდინარეობს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, ბავშვთა გეგმიური აცრები სავალდებულო გახდება. იმ შემთხვევაში, თუ მშობელი მაინც გადაწყვეტს კანონის დარღვევას, შესაძლოა, სანქციებიც შემოიღონ.
“ბავშვთა გეგმიური აცრები უნდა გახდეს სავალდებულო. მე რომ მეკითხებოდნენ, ამას დიდი ხნის წინ გავაკეთებდი. ევროპულ გამოცდილებას ვსწავლობთ ახლა, რა სანქციები შეიძლება დავუწესოთ კანონდამრღვევ მშობლებს. ეს უკვე პარლამენტის გადასაწყვეტია. თუ მშობელი ვერ ხვდება, რომ დაიცვას თავისი ბავშვი, მაშინ სახელმწიფომ უნდა აიძულოს ამის გაკეთება. მსოფლიოს უმრავლეს ქვეყნებში საუბარია იმ 12 ვაქცინაზე, რომელიც ჩვენთან კეთდება. პარლამენტში განხილვები უკვე იყო და იმედი გვაქვს შემოდგომის სესიაზე მიიღებენ ცვლილებებს” – განუცხადა “პრაიმტაიმს” იმნაძემ.
კომენტარები