ეკონომიკურ სანქციებს, რომელიც რუსეთს დასავლეთმა უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესა, რუსი ბიზნესმენი ოლეგ დერიპასკა გამოეხმაურა. ბიზნესმენის თქმით, ეკონომიკური კრიზისი სამჯერ უარესი იქნება, ვიდრე ეს 1998 წელს იყო. ამ თემაზე, მან კრასნოიარსკის ეკონომიკურ ფორუმზე ისაუბრა. ინფორმაციას „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს.
„რკინის ფარდა უკვე დაეშვა“ – რუსი ბიზნესმენი სანქციებზე

კომენტარები