
რიცხვების წყალობით შესაძლოა, დააჩქაროთ ან შეაფერხოთ თქვენს გარშემო მომხდარი მოვლენები. წარმატება და სიყვარული მიიზიდოთ, განიზიდოთ უსიამოვნება. არ გჯერათ? თავად სცადეთ
ვაჩქარებთ-ვაფერხებთ თუ რაიმე პროცესის დაჩქარება გსურთ, თქვენთვის ხშირად გაიმეორეთ – “ოცი”. ხოლო თუ პირიქით, რაიმე პროცესის შეფერხება გსურთ, თქვენთვის იმეორეთ – “ოთხი”. 4 – კვადრატი, ყველაზე სტაბილური ფიგურა. სწორედ ეს შეაფერხებს მოქმედებას.
დამატება-მოკლება თუ აუცილებლად გჭირდებათ რაიმეს შემატება, წარმოიდგინეთ და იმეორეთ- “შვიდს პლუს ერთი”. 7 – ჭეშმარიტი ქმედების რიცხვია, 1 – მთლიანობისა და ენერგიის ნიშანი, 8 (7=1) კი – უსასრულობის ციფრი. როცა რაიმეს შემცირება გსურთ, მაგალითად საკუთარი წონის – თავი გამხდრად წარმოიდგინეთ და გაიმეორეთ – “ათს მინუს ერთი”, ამ დროს ცვლილებებს ელოდეთ.
ვაშენებთ-ვანგრევთ თუ რაიმეს აშენება ან აღდგენაა აუცილებელი , წარმოიდგინეთ ეს რაღაც და გაიმეორეთ – “ორმოცის ორმოცები” და მაშინ რაზეც საუბარს წაიყვანთ, უსასრულოდ გამრავლდება. თუ დანგრევა გსურთ, უნდა წარმოიდგინოთ და გაიმეოროთ – “ორმოცდაოთხი”, ეს ციფრები ერთიანად ელვას წააგავს. ყველაფერს ნაწილებად აქცევს.
ბედნიერება და დრო თუ წარმატება, ბედნიერება და სიმსუბუქე გაკლიათ, ხშირად გაიმეორეთ – “ოცდაერთი”.
თუ დრო არ გყოფნით, იმეორეთ – “ცხრაასთერთმეტი”. 9 – ცვლილება, 1 – ყველაზე სწრაფი ციფრი. დიდმა “მაგებმა” კარგად იციან, რომ 911 უნივერსალური კანცელარიის ნომერია – სადაც დრო ყველაფრისთვისაა.
კომენტარები