მას „მსოფლიოში ყველაზე ჭუჭყიანი ადამიანის“ სახელით იცნობდნენ, თუმცა ამუ ჰაჯი ერქვა და ირანულ სოფელში, აგურის ქოხში ცხოვრობდა. ჰაჯის სწამდა, რომ სისუფთავე, ახალი საკვების ჭამა და სუფთა წყლის დალევა ჯანმრთელობას შეურყევდა და მოკლავდა.
საოცარია, მაგრამ კაცმა, რომელსაც 67 წელი არ უბანავია, სასთუმალქვშ ბალიშის ნაცვლად, ქვა ედო, თუთუნის ნაცვლად, საქონლის გამხმარ სკორეს ეწეოდა და წყალს ჟანგიანი ზეთის ქილადან სვამდა, ღრმა სიბერემდე იცოცხლა.
2022 წლის 23 ოქტომბერს თანასოფლელებმა „მსოფლიოში ყველაზე ჭუჭყიანი ადამიანი“ ბანაობაზე დაითანხმეს და ტანიდან 67 წლის მანძილზე დაგროვილი ჭუჭყი ჩამობანეს და იცით რა მოხდა? ჰაჯი პირველივე ბანაობის შემდეგ, 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.
***
თანასოფლელები ამტკიცებდნენ, რომ ჰაჯის პრობლემები ახალგაზრდობაში დაიწყო, როდესაც უიმედო სიყვარულის ფონზე ემოციური აშლილობა და ჰიგიენის მიმართ სიძულვილი განუვითარდა.
მამაკაცი ძირითადად ნარჩენებს ჭამდა და გუბის წყალს სვამდა. ჰაჯის საყვარელი საჭმელი გახრწნილი მაჩვზღარბა იყო, რომელსაც გუბეებში ჟანგიანი ქილით შეგროვებულ ხუთ ლიტრამდე წყალს აყოლებდა. სანამ თანასოფლელები აგურის პატარა ქოხს აუშენებდნენ, ჰაჯი ორმოში ცხოვრობდა და იქვე ისაქმებდა.
სხვათა შორის, ამუ ჰაჯი მეტსახელია და „ბიძია ჰაჯის“ ნიშნავს. ათწლეულების მანძილზე დაუბანლობის გამო ჰაჯის კანს ჭუჭყი და ჩირქი ფარავდა. „მსოფლიოში ყველაზე ჭუჭყიანი ადამიანი“ ძალიან ბევრს ეწეოდა, ამასთან, ჩვეულებრივ თუთუნს ხშირად ცხოველების ფეკალიებით ანაცვლებდა.
ასეთი საშინელი ანტისანიტარიის მიუხედავად, ჰაჯის სიკვდილამდე შესანიშნავი ჯანმრთელობა ჰქონდა.
***
2022 წლის დასაწყისში, თეირანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ექიმების ჰაჯის გამოკვლევა ჩაუტარეს და გაოცებულები დარჩნენ, როდესაც ჭუჭყიან სხეულში ინფექციები და პარაზიტები არ აღმოაჩნდა, გარდა პარაზიტი ტრიქინოზისა, რომელიც უმი ხორცის ჭამის შედეგად ჩნდება.
ექიმების დასკვნით, ჰაჯის ათწლეულების განმავლობაში მძიმე პირობებში ცხოვრებისგან ძლიერი იმუნური სისტემა განუვითარდა.
***
გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე, ამუ მთელ მსოფლიოში პოპულარული ადამიანი გახდა. მის სანახავად ჟურნალისტები და ტურისტები მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩადიოდნენ. 2013 წელს ამუ ჰაჯის უცნაურ ცხოვრებაზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს.
„ვფიქრობ, ის ბევრ ჩვენგანზე უფრო იღბლიანია. მას ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და პატარა ქოხი აქვს, სადაც ყოველთვიური იპოთეკა არ აწუხებს და ვადაგადაცილებულ გადასახადებზე არ ფიქრობს. მისი საბანი და ბალიში რბილი მიწაა. მას არ აქვს ლამაზი ეზო სახლთან, მაგრამ მას აქვს დაუსრულებელი ჰორიზონტი,“ – წერდა Tehran Times-ის ჟურნალისტი 2014 წელს, ამუ ჰაჯის შეხვედრის შემდეგ.
კომენტარები