
არიან ცნობილი ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებული სიკეთითა და ქველმოქმედებით გამოირჩევიან და სამყაროს სიყვარულის ძალაში კიდევ ერთხელ არწმუნებენ. დაგეგმილად თუ სპონტანურად, სამყაროს უკეთესობისკენ ცვლიან და უამრავ ადამიანს ეხმარებიან. დღეს მათ კეთილ ისტორიებზე მოგიყვებით:
დუეინ ჯონსონი
როგორც ჩანს, ჰოლივუდის ვარსკვლავი მხოლოდ ფილმებში არ არის გმირი და ეს თვისება რეალურ ცხოვრებაშიც აქვს. ერთხელ, საშობაოდ, 2 შვილის მარტოხელა მამას, რომელსაც ცოლი გარდაეცვალა, მნიშვნელოვანი საჩუქარი გაუკეთა. ინიციატივამ ის იმდენად გააბედნიერა, რომ მალე მსახიობ ჯონ კრასინსკისთან ერთად საქველმოქმედო ორგანიზაცია შექმნა და ყოველწლიურად მარტოხელა მამებისთვის და მათი შვილებისთვის საჭირო ნივთებს ყიდულობენ.
კოლინ ფარელი
ერთხელ 46 წლის მსახიობმა უსახლკარო კაცს 2100 დოლარი მისცა და საჭირო ნივთების საყიდლად წაიყვანა. შემდეგ კი სოლიდური თანხა გაიღო, რომ კაცს ბინის ქირა გადაეხადა და ქუჩაში აღარ ეცხოვრა. ერთხელ მასთან ქუჩაში მცხოვრები კიდევ ერთი ადამიანი მივიდა. ის კონკურსში იღებდა მონაწილეობას, რომლის თანახმადაც, თუ მსახიობს რადიოში წაიყვანდა, 2 ათას დოლარს მოიგებდა. კოლინიც წაჰყვა და უსახლკარო ადამიანმა თანხა მოიგო.
ლედი გაგა
36 წლის მსახიობმა ერთხელ თაყვანისმცემლებისთვის, რომლებიც გარეთ ავტოგრაფისთვის ელოდნენ, 80 ცალი ყველის პიცა შეუკვეთა და ყველას გაუმასპინძლდა.
კრის ჰემსვორტი
ერთხელ, ჰოლივუდის მსახიობს საფულე რესტორანში დარჩა. ის 17 წლის ბიჭმა იპოვა და მას დაუბრუნა. კრისი ძალიან მადლიერი იყო, რომ ბიჭმა ნაღდ ფულს, რომელიც საფულეში იდო, ხელი არ ახლო. ამიტომაც მთლიანი თანხა მას აჩუქა და ბონუსად კიდევ დაუმატა.
ტეილორ სვიფტი
33 წლის მომღერალი საკუთარი ქველმოქმედებით ცნობილია. ერთხელ მან პორტუგალიელ გოგონას 30 ათასი დოლარი გადაურიცხა, რათა მას დიდ ბრიტანეთში, უნივერსიტეტში ჩაებარებინა. ტეილორმა გოგონა სოციალური ქსელიდან გაიცნო, რომელიც დახმარებას ითხოვდა. მას სწავლის იმდენად დიდი მოტივაცია ჰქონდა, რომ მომღერალი ოცნების ასრულებაში დაეხმარა.
ზაკ ეფრონი
ერთხელ 35 წლის მსახიობმა გულშემატკივარს ახალი iPhone უყიდა და გაუგზავნა. ბიჭს ტელეფონი მაშინ დაუვარდა და გაუტყდა, როდესაც ზაკს ვიდეოს უღებდა. მსახიობს ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია და მას სულ ახალი მობილური გაუგზავნა.
კაილი ჯენერი
კაილი ჯენერმა ერთხელ 200 ათასი დოლარი მარტოხელა ქალსა და მის ქალიშვილს გადაურიცხა. მისი 22 წლის გოგონა კოლეჯის დამთავრებას ვეღარ ახერხებდა და დედას ეხმარებოდა. როდესაც კაილიმ ამის შესახებ გაიგო, საკმაოდ დიდი თანხა გადარიცხა, რომ დედა-შვილს ბედნიერად ეცხოვრა.
კიანუ რივზი
კიანუ რივზის სიკეთისა და ქველმოქმედების შესახებ არაერთხელ გვისაუბრია. თუმცა, კიდევ ერთი ფაქტი გავიხსენოთ. ერთხელ მან მამაკაცს, რომელიც რესტორანში მრავალი წლის განმავლობაში დამლაგებლად მუშაობდა, მაღაზია უყიდა და გადაუფორმა. ეს ამბავი კაცმა საკუთარ სოციალურ ქსელშიც დაწერა: “ბოლო 7 წელია, რაც დამლაგებლად ვმუშაობ. ყოველდღე იატაკს ვრეცხავ და ოჯახს ასე ვარჩენ. თუმცა, კიანუ რივზი იმ რესტორანში შემოვიდა, სადაც მე ვმუშაობდი. ახლა მისი წყალობით მაღაზიის მფლობელი ვარ.”
კომენტარები