ზოოლოგებმა დიდი ხნის წინ შენიშნეს, რომ შინაურ ცხოველებს მამაკაცთან ძილს ქალებთან ძილი ურჩევნიათ და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:
👉 ქალები ლოგინში ნაკლებ ადგილს იკავებენ
კატებს სივრცე მოსწონთ, როცა კუდი და თათები ბოლომდე გაშლილი აქვთ, ამიტომ საწოლის იმ მხარეს არჩევენ, სადაც მეტი ადგილია. უფრო ხშირად ქალებს ემბრიონის პოზაში წოლა უყვართ და შესაბამისად, ლოგინში ნაკლები ადგილი უჭირავთ. სწორედ ამიტომ ურჩევნიათ კატებს ქალებთან ძილი.
👉 ქალებთან უფრო თბილა
ქალები უფრო მგრძნობიარენი არიან სიცივის მიმართ, ქალს ყოველთვის თბილი საბანი ახურავს და მის მხარეს ფანჯარა ყოველთვის დაკეტილია. რა თქმა უნდა, სითბოს მოყვარულ კატებს იქ ურჩევნიათ, სადაც მეტად თბილა.
👉 ქალებს უფრო მშვიდი ძილი აქვთ
ქალები მამაკაცებზე იშვიათად ხვრინავენ და მამაკაცებზე მშვიდად სინავთ. მათგან ნაკლებად მოსალოდნელია ძილის დროს თავში ფეხის ჩარტყმა და კატამ ეს მშვენივრად იცის. მძინარე ბავშვების დასაცავად ბუნებამ ქალები განსაკუთრებული ინსტინქტით დააჯილდოვა და ამით კატებიც სარგებლობენ.
👉 ქალები საკვებს ამზადებენ
ოჯახში საკვებს, ძირითადად, ქალი ამზადებს, ამიტომ ხორცის თუ თევზის ნარჩენებით კატას სწორედ ის უმასპინძლდება. ცხოველი მაქსიმალურად ცდილობს, დიასახლისს თავისი კეთილგანწყობა დაანახოს, რაც სხვა ყველაფერთან ერთად, მის გვერდით ძილშიც გამოიხატება.
კომენტარები