ეს კითხვა, ალბათ, კოღოებისგან დაკბენილ ყველა ადამიანს გასჩენია. მაინც რით ირჩევს კოღო მსხვერპლს?
ამის შესახებ უამრავი ვერსია არსებობს, ჩვენ მათგან ყველაზე მთავარ ვერსიებს განვიხილავთ.
სისხლის ჯგუფი
სამკოღოებს პირველი ჯგუფის სისხლი 0(l) უფრო მეტად მოსწონთ, ვიდრე A (ll), B (lll), AB (lV) ჯგუფის. კოღოები სისხლის ჯგუფს სუნით განსაზღვრავენ. ადამიანების დაახლოებით 85% სხეული გამოყოფს ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც ამ ინფორმაციას მწერებს გადასცემს. მოსახლეობის დაახლოებით 15% სხეულში ეს ნივთიერებები არ აქვს, ამიტომ კოღოები მისი პერსონით ნაკლებად ინტერესდებიან. მათ იშვიათად კბენენ!
სუნი
კოღოს იზიდავს სუნი, რომელსაც ადამიანის კანი გამოყოფს. ეპიდერმისის და თმის ფოლიკულების ზედა ფენებში ათასობით სახეობის ბაქტერია ცხოვრობს. რა გულმოდგინედაც არ უნდა იბანაოს ადამიანმა, კანის მიკროფლორის მთლიანად ჩამობანა შეუძლებელია. ყველა ადამიანს თავისი განსაკუთრებული სუნი აქვს. მძაფრ სუნს იშვიათად ეტანებიან ადამიანს კოღოები.
ნახშირორჟანგი
უნიკალური ორგანოს წყალობით, რომელიც კოღოს ხორთუმის გვერდით მდებარეობს, მწერს შეუძლია ადამიანის მიერ ამოსუნთქული ნახშირორჟანგის „კვალი“ 50 მეტრამდე მანძილზე აღმოაჩინოს. შესაბამისად, რაც უფრო ხშირად ვსუნთქავთ, მით უფრო ვიქცევთ მწერის ყურადღებას.
ტანსაცმლის ფერი
კოღოს თვალს მუქი ფერის ობიექტები უფრო სიამოვნებს, თუმცა მეცნიერებმა ამის მიზეზი ვერ გაარკვიეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ფერადი და ღია ფერის ტანსაცმელი კოღოების ყურადღებას ნაკლებად იქცევს. თუ სიბნელეში ხართ, კოღოს თავდასხმისთვის უნდა მოემზადოთ!
ამჟამად სისხლის მწოველი კოღოების ,დაახლოებით, 3600 სახეობაა. ისინი მთელ მსოფლიოში არიან გავრცელებული და როგორი ექსპერიმენტებიც არ უნდა ჩაატარონ მეცნიერებმა, საეჭვოა, რომ კოღოების მოსპობა შეძლონ.
ჰოდა, თუ I ჯგუფის სისხლიც გაქვთ, არც მძაფრი სუნი გახასიათებთ, ხშირად შავი ფერის ტანსაცმელიც გაცვიათ და კოღოები მაინც არ გეკარებიან, ერთადერთი პასუხია: რაღაც საიდუმლო იცით და არ ამხელთ 😉
კომენტარები