ეზოთერიკოსები იმისთვის, რომ საფულე მუდამ სავსე გქონდეთ, რამდენიმე რჩევას გვიზიარებენ:
1. ფულის მოსაზიდად სასურველიამოქარგული ან მძივებით გაწყობილი საფულე. უმჯობესია, ოქროსფერი ან ვერცხლისფერი, რადგან ეს ფერები სიმდიდრის სიმბოლოა. ასევე, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს განყოფილებები – ხურდა ფულის, ქაღალდის კუპიურების, საბუთების, საბანკო ბარათებისა და სავიზიტო ბარათების შესანახად;
2. არ გირჩევთ ხელოვნური მასალის საფულის ტარებას, რადგან ის არანაირ ენერგიას არ ატარებს და თავისი ხელოვნურობით კი ბუნებრივი ენერგიების მოზიდვას აფერხებს. ყველაზე კარგია ბუნებრივი ქსოვილის ან ტყავის საფულე;
3. ატარეთ შავი, ოქროსფერი, ყავისფერი, ყვითელი ან ვარდისფერი საფულე. ყველა ჩამოთვლილი ფერის საფულე წარმატებების მომტანია ეზოთერიკაში;
4. საფულეში აუცილებლად უნდა გედოთ ერთთეთრიანი მონეტა, ერთლარიანი, ერთდოლარიანი ან ერთევროიანი კუპიურები. ანუ, ისეთი ფული, რომელშიც ერთი ფიგურირებს;
5. საფულე აუცილებლად უნდა იყოს ტევადი. სასურველია, ჰქონდეს რამდენიმე შიდა ჯიბე, მათ შორის, დიდი ჯიბე მსხვილი კუპიურების ჩასადებად. თუ თქვენს საფულეში მსხვილი კუპიურის მოკეცილად ჩადება გიწევთ, კოსმოსი იშვიათად გამოგიგზავნით ამგვარ კუპიურებს;
6. აუცილებლად იქონიეთ რესპექტაბელური ვიზუალის მქონე საფულე. ბავშვური ნახატებით ან აპლიკაციებით გაფორმებული, „არასერიოზული“ საფულე დიდ ფინანსებს ვერ მოგიტანთ;
7. არსებობს ფულის მოსაზიდი ჩინური ამულეტი, რომელიც ერთმანეთზე გადაბმული სამი მონეტისგან შედგება. მართალია ამგვარი, ამულეტის ყიდვა, გამზადებული სახით, ეზოთერულ მაღაზიებშიც შეიძლება, მაგრამ აჯობებს, თავად დაამზადოთ და ფულთან ერთად საფულით ატაროთ;
8. კარგია, თუკი საფულით ატარებთ ერთდოლარიან კუპიურას, რომელიც არასოდეს არ უნდა დახარჯოთ. ეს კუპიურა იზრუნებს იმაზე, რომ თქვენი საფულისკენ აქტიურად მოიზიდოს „თანამოძმეები“;
9. გასათხოვარმა გოგონამ კი საფულეში ბზის ფოთოლი და გულის ფორმის პატარა სამკაული უნდა ჩადოს. ასე უფრო საინტერესო ხდება საპირისპირო სქესისათვის, რადგან მისგან დადებითი ენერგია გაორმაგებულად იფრქვევა.
კომენტარები