ადამიანური ურთიერთობები დადებითად მოქმედებს არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ მენტალურ ჯანმრთელობაზეც. ჩაკეტილობა და იზოლაცია იწვევს სტრესს, დეპრესიას, შფოთვას, ობსესიური დამოკიდებულებების განვითარებას. ადამიანი ხდება მიჯაჭვული უმოქმედო მდგომარეობაზე და კარგავს ინტერესებს.
რამდენად ძლიერი და თვითმყოფადიც არ უნდა იყოს ადამიანი, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს სოციალური ურთიერთობები, რათა შეინარჩუნოს ჯანსაღი ცხოვრების წესი. მკვლევარები ამბობენ, რომ პიროვნებას დღე-ღამის განმავლობაში სჭირდება მინიმუმ 6 საათი დარჩეს სოციალურ გარემოში და ჰქონდეს ადამიანებთან ურთიერთობა.
იზოლაციის შემთხვევაში პიროვნებას არა მარტო დეპრესია, უძილობა, კოგნიტური უნარების და იმუნური სისტემის დაქვეითებაც შეიძლება განუვითარდეს. გარდა ამისა, როდესაც ადამიანი არ ეკონტაქტება სხვებს, არ გასცემს და იღებს ენერგიას, ინფორმაციას, მისი გონებრივი უნარები სუსტდება და ეს უარყოფით გავლენას ახდენს მეხსიერებაზე, აზროვნებაზე.
კომუნიკაცია არა მხოლოდ ჯანმრთელობას, ცხოვრების ხარისხსაც აუმჯობესებს. სწორი და მნიშვნელოვანი კავშირების დამყარება სწორედ ამ გზით ხდება და ადამიანებთან ურთიერთობამ, შესაძლოა, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი კარი გაგვიღოს. ამიტომ ეცადეთ, რაც შეიძლება მეტად ჩაერთოთ სოციალურ მოვლენებში. იარეთ კურსებზე, ტრენინგებზე, ცეკვაზე ან ცურვაზე. ესტუმრეთ ისეთ ადგილებს, სადაც შეგეძლებათ საუბარი, საკუთარი აზრის გამოხატვა, შეხედულებების გაცვლა-გამოცვლა და ნუ დაიზარებთ, იყოთ აქტიური.
კომენტარები