თუ უახლოეს მომავალში ხელის თხოვნის წინადადებას ელოდებით და თქვენი პარტნიორი მუხლზე დაიჩოქებს, შეამოწმეთ, არის თუ არა მისი ფეხსაცმელი გახსნილი. თუ კი ასეა, საკუთარი თავი თოხის ტარზე ცხოვრებისთვის მოამზადეთ. ეს ხუმრობით, სინამდვილეში კი,
საყვარელი ქალის წინაშე მუხლის მოდრეკა სათავეს 1000 წლის წინ, სავარაუდოდ, სპარსეთის იმპერიაში იღებს. ეს ტრადიცია განსხვავებული სოციალური კლასის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობას უკავშირდება.
ბერძენი ისტორიკოსის, ჰეროდოტეს ჩანაწერებში, რომელიც ძვ. წ. 430 წლით თარიღდება, ვკითხულობთ:
„იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი მეორესთან შედარებით ოდნავ დაბალი ფენის წარმომადგენელია მისალმების ფორმა ლოყაზე კოცნაა, მაგრამ თუ ფენებს შორის სხვაობა დიდია, დაქვემდებარებული თაყვანს სცემს მიწაზე”.
მისალმების ეს სისტემა, რომელიც პროსკინეზის სახელით არის ცნობილი, ალექსანდრე მაკედონელმა საკუთარ იმპერიაში დაამკვიდრა.
შემდეგ ხანებში თაყვანისცემის ნიშნად, გენუფლექცია პოპულარული რელიგიური აქტივობების შესრულების დროს გახდა. მაგალითად, კათოლიკეები ევქარისტიის წინაშე ერთ მუხლზე ეშვებიან. ევროპელი მეომრები ბრძოლის შემდეგ მხედართმთავრების წინაშე მუხლმოდრეკილი წარდგებოდნენ ხოლმე.
დედოფალი ელიზაბეტ I და სერ ფრანცისი, 1581 წ.
ქალების წინაშე დაჩოქება კი სათავეს მე-11 საუკუნიდან იღებს, როცა რაინდები საყვარელ ქალებს მუხლმოდრეკით ეფიცებოდნენ სიყვარულს და მათზე ზრუნვის პირობას აძლევდნენ.
მეფე არტურის თქმულების ერთ-ერთი გმირის, სერ ლანსელოტისა და გვინევრას სიყვარული უდაოდ ნატიფი და ფაქიზია, ისევე როგორც ტრისტანისა და იზოლდას სიყვარული. შუასაუკუნეების ტენდენციებსა და დღევანდელ ტრადიციას შორის კავშირი ნამდვილად არის.
გვინევრა და სერ ლანსელოტი, XI ს.
მოკლედ, ხელის თხოვნის დროს ქალის წინ დაჩოქება დიდი ხანია ერთგულების, თავმდაბლობის სიმბოლოა, თუმცა იგივე შეკითხვა ფეხზე მდგარმა რომ დაგისვათ, ეს კოდექსის დარღვევად არ ჩათვალოთ.
კომენტარები