ზოგჯერ მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების დროს ადამიანებს აღენიშნებათ კბილის ტკივილი. რატომ შეიძლება მოხდეს ეს?
თუ კბილები გაციების დროს გტკივათ, ეს ზოგიერთ შემთხვევაში ნორმალურია. რატომ ხდება ასე და სურდოს და ხველების გარდა, კბილის ტკივილიც უნდა გვაწუხებდეს?
თავად გაციება არ შეიძლება იყოს სტომატოლოგიური დაავადების პირდაპირი მიზეზი. გაციების შედეგად ორგანიზმში მიმდინარე პროცესებმა შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუში ქრონიკული ან ხანგრძლივად მიმდინარე ანთების გამწვავება.
პირველი, რაც შეიძლება მოხდეს, არის ის, რომ გაციების გამო კბილების ირგვლივ წარმოქმნილი ღრძილების ჯიბეებში შეიძლება განვითარდეს ანთება.ვითარდება ღრძილიდან სისხლდენა და შეშუპება. ჭამის დროს აღინიშნება მფეთქავი ტკივილის შეგრძნება, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არ ქრება.
მეორე პრობლემა შეიძლება იყოს მედიკამენტების მუდმივი გამოყენება, სავლებები და ტაბლეტების წუწნა, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება ვირუსული ინფექციის აღმოსაფხვრელად. ცნობილია, რომ კარიესი წარმოიქმნება ნერწყვის მჟავიანობის ცვლილების შედეგად. იქმნება აგრესიული გარემო მინანქრის ზედაპირული ფენისთვის და შედის მინანქართან ქიმიურ ურთიერთქმედებაში, რის შედეგადაც ზედაპირის ფენა უხეშდება. სწორედ ასეთ ზედაპირზე ბაქტერიებს უადვილდებათ ფეხის მოკიდება და კბილის ქსოვილის განადგურების პროცესის დაწყება.
მჟავიანობის შეცვლის პროცესი ხდება ყოველ ჯერზე, როცა რაიმეს ვხმარობთ ან უბრალოდ პირში ვათავსებთ. შესაბამისად, როცა ავად ვართ, სამკურნალო მედიკამენტების გამოყენების გამო მოხმარებული პროდუქტების რაოდენობა იზრდება, რაც მკვეთრად ზრდის ნერწყვის მჟავიანობას და მის დესტრუქციულ გავლენას კბილებზე. და თუ პირის ღრუში უკვე არის ღრუები, განადგურების პროცესი აქტიურდება, უფრო ღრმად აღწევს, კბილი იწყებს ტკივილს და რეაგირებს თერმულ და კვებით გამღიზიანებლებზე. ეს ტკივილი საკმაოდ მკვეთრად ვლინდება და ქრება ჭამის ან წამლის მიღების შემდეგ. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ტკივილი არის სიგნალი იმისა, რომ კბილი დაექვემდებარა ქიმიურ შეტევას და მიკროდესტრუქციას.
მესამე სიტუაცია, როდესაც კბილები შეიძლება დაავადდეს გაციების გამო, არის როდესაც სტომატიტი ჩნდება იმუნიტეტის დაქვეითების გამო. როგორც წესი, გაციების შემთხვევების 60%-ში სტომატიტი ჩნდება პირის ღრუში. ეს ხდება სხვადასხვა ხარისხის სიმძიმით და მოითხოვს ცალკე მკურნალობის პროცესს. ამ დაავადებას ყოველთვის ახლავს ლორწოვანი გარსის შეშუპება, ტკივილი, რომელიც ძლიერდება ჭამის დროს.
გაციების მეოთხე პრობლემა არის ჰერპესი. ის შეიძლება გამოჩნდეს არა მხოლოდ ჩვეულებრივ ადგილებში – ტუჩზე ან ცხვირის ფრთებზე, არამედ პირის ღრუს ლორწოვან გარსზეც. ეს გაციების ძალიან საშიში გართულებაა და საჭიროებს სასწრაფოდ ექიმის კონსულტაციას.
მეხუთე პრობლემაა ანთებითი პროცესები ფესვებზე: ცისტები, პაროდონტიტი, გრანულომა. ყველა ეს პროცესი მკვეთრად აქტიურდება ტემპერატურის მატების და ზოგადად, გაციების დროს იმუნიტეტის დაქვეიტების ფონზე. ამას თან ახლავს ანთებითი პროცესის გამწვავება, მუდმივი მფეთქავი ტკივილი, შეშუპება და შესაძლებელია ჩირქოვანი გამონადენიც. ეს მოითხოვს სტომატოლოგის კონსულტაციას.
კომენტარები