ბოლო დროს მედია აქტიურად წერს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყვილის – ვიქტორია და დევიდ ბექჰემების ოჯახური სირთულეების შესახებ.
როგორც ჟურნალისტები მათ ახლობლებზე დაყრდნობით აღნიშნავენ, წყვილი უახლოეს ხანში განქორწინებას გეგმავს. ვიქტორია აპირებს თავისი ტანსაცმლის ბრენდის ევროპასა და აზიაში მეტი დოზით გატანას და ამ კუთხით მუშაობას. დევიდ ბექჰემი კი ბავშვებთან ერთად ლონდონში დარჩება.
გულშემატკივრები წუხან არა მარტო მათი ოჯახის, არამედ ვიქტორიას გარეგნობაზეც. ვიქტორია ბექჰემი ბოლო პერიოდში საგრძნობლად გახდა. ბოლო დროს ვიქტორია ან საერთოდ არ ჩნდება პრესასთან, ან თუ ჩნდება, ყოველთვის უბრალოდ აცვია და დახვეწილი ქუსლიანი ფეხსაცმლის ნაცვლად დაბალი სპორტული ფეხსაცმლითაა შემოსილი.
ჟურნალისტები წერენ, რომ მას ავადმყოფობის გამო მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე დგომა აღარ შეუძლია.
კიდევ ერთი გამქრალი ლამაზმანი მსახიობი ანჯელინა ჯოლია. ანჯელინა ჯოლის წონამ უკვე საშიშ ზღვარს მიაღწია, ის სულ რაღაც 37 კილოგრამს იწონის. როგორც უცხოური მედია წერს, მსახიობი დროის უმეტეს ნაწილს ლოგინში ატარებს, ბრედ პიტმა კი დიდი ხანია მასზე ხელი ჩაიქნია. პიტი ეცადა, ის დაეთანხმებინა, რომ ექიმისთვის მიემართა, მაგრამ ჯოლი ვერ დაიყოლია. ბრედ პიტი დღეებს გადასაღებ მოედანზე ატარებს და იშვიათად ჩნდება სახლში. მისი და ჯოლის ურთიერთობა მინიმუმამდეა დაყვანილი. უკვე ერთი წელია, რაც ცოლ-ქმარი ცალ-ცალკე ოთახში იძინებს. ამ ყველაფრის ფონზე „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიალზე მათი ერთად გამოჩენა საზოგადოებისთვის დიდი სიურპრიზი იყო.
კომენტარები