ქალები, რომლებსაც იზიდავთ რთული ან ეგოისტი მამრობითი პარტნიორები, როგორც წესი, იბნევიან და ბრაზდებიან, როდესაც აღმოაჩენენ, რომ მსოფლიოში არიან ქალები, რომლებსაც შეყვარებულები ან ქმრები ექცევიან „პრინცესებად“.
ისინი ასკვნიან, რომ ქალები, რომლებსაც კარგად ეპყრობიან, რაღაცნაირად ცუდები არიან. ისინი ასეთ ქალებს „გაფუჭებულს“ ან „ეგოისტს“ უწოდებენ.
რა თქმა უნდა, სინამდვილეში, ქალების უმეტესობა, რომლებსაც ექცევიან „პრინცესებივით“, მოსიყვარულე ადამიანები არიან, რომლებიც სიყვარულს ჩუქნიან თავიანთ ქმრებს.
საერთო ჯამში, უმარტივესი გზა იმისთვის, რომ იპოვოთ მამაკაცი, რომელიც მოგექცევათ “პრინცესავით” არის იყოთ საკუთარ თავში დარწმუნებული და გჯეროდეთ, რომ იმსახურებთ ბედნიერებას, რაც ადვილი არ არის, თუ საპირისპიროსი გჯერათ.
თერაპია დაგეხმარებათ განავითაროთ საკუთარი თავის სიყვარული და აღიაროთ, თუ როგორ იმოქმედა თვითშეფასების პრობლემებმა თქვენი წინა პარტნიორის არჩევანზე. რაც უფრო თავდაჯერებული გახდებით, შეგიძლიათ დაიწყოთ შეხვედრა უფრო ჯანმრთელ, ბედნიერ ადამიანებთან, რომლებიც თავიდანვე გაჩვენებთ, რომ შეუძლიათ თქვენზე ზრუნვა.
კომენტარები