ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ სწრაფი კვების ობიექტებში გამაგრილებელი გაზიანი სასმელები, მაღაზიაში ნაყიდთან შედარებით, უფრო გემრიელია.
მათ შორის განსხვავება ნამდვილად არსებობს და ეს რამდენიმე სხვადასხვა მიზეზით არის გამოწვეული.
ჩამოსასხმელ აპარატებში სასმელი გაზირებული წყლისა და სიროფის შერევით მიიღება. სასმელის მწარმოებელი კომპანიები მოითხოვენ, რომ ყველა აპარატში სიროფისა და წყლის შერევის პროპორციები თანაბარი იყოს, თუმცა რეალურ ცხოვრებაში ყოველთვის ასე არ ხდება.
როგორც აღმოჩნდა ჩამოსასხმელი აპარატები სხვადასხვანაირად მუშაობენ, ისინი სასმელში განსხვავებული რაოდენობის სიროფსა და გაზიან წყალს ურევენ.
ეს ნიშნავს, რომ ერთი და იგივე ტიპის სასმელს სხვადასხვა ობიექტში განსხვავებული გემო ექნება. უფრო მეტიც, New York Times-ის მიხედვით, კოკა-კოლა შესაძლებელია McDonald’s-ში განსაკუთრებით გემრიელი მოგვეჩვენოს. კოკა-კოლას თითქმის ყველა სწრაფი კვების ობიექტში საკუთარი სიროფი პლასტმასის კონტეინერებით მიაქვს, გამონაკლისია McDonald’s, რომლის შემთხვევაშიც კომპანია სიროფის მისატანად უჟანგავი ფოლადის კონტეინერებს იყენებს.
ყინული
სასმელის ბოთლიდან ან ქილიდან დალევის დროს უმეტესობა თქვენგანი ყინულს არ იყენებს, რასაც სასმელის გემოზე დიდი გავლენა აქვს. ყინული სასმელს ნაკლებად კონცენტრირებულს და ნაკლებად ტკბილს ხდის, რაც შეიძლება ზოგს უფრო მეტად მოსწონდეს, ზოგს კი ნაკლებად.
საწრუპი
მაკდონალდსმა განაცხადა, რომ მათი საწრუპები სასმელის მაქსიმალურად გემრიელად მირთმევისთვის არის შექმნილი. მათი საწრუპები სტანდარტულთან შედარებით უფრო განიერია, რაც გემოს აღქმას აუმჯობესებს.
წყარო:On.ge
კომენტარები