გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი კორონავირუსთან ბრძოლის ქართულ ტაქტიკას აკრიტიკებს. ფრანგიშვილის აზრით, კოლექტიური კარანტინი სიტუაციას ამძიმებს და ნაკლებსიმპტომიანი პაციენტების საავადმყოფოში მოთავსებით მედპერსონალი ავადდდება, მაშინ როცა სხვა ქვეყნები ამას არ აკეთებენ.
„ყველა ქვეყანა იხსნება, სადაც კი იკლებს მძიმე შემთხვევათა რიცხვი. გაიგო მსოფლიომ, რომ მსუბუქი კორონიანი იდეალური ვარიანტია, რადგან ასე ხდება ადამიანების იმუნიზაცია.
საერთოდ არ იტესტება მსუბუქი შემთხვევა, რადგან ყველგან, მთელ მსოფლიოში ყველგან გაიგეს, რომ უსიმპტომო პაციენტის ვირუსის რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ ის სხვა ადამიანშიც უსმპტომო შემთხვევებს იწვევს.
მხოლოდ მართლა სარისკო ადამიანებ, ტრანსპლანტირებულნი, იმუნურთერაპიანები, ქიმიოთერაპიის ადამიანები და მოხუცებია დასაცავი. მათ შეიძლება გაუვითარდეთ რაიმე სერიოზული გართულება. თუმცა, მათთანაც, ასევეა, რომ რაც ნაკლებია ვირუსის რაოდენობა, მით უფრო მსუბუქია ფორმა.
თუკი გყავთ საქართველოში ეპიდემიოლოგები ან ინფექციონისტები და იციან რა არის ,,რეპროდუქციის მაჩვენებელი,, აი იმათ ეცოდინებათ რომ როცა იგი 1-ზე დაბალია, ძალიან კარგია. 1-ზე დაბლა კი ვერაფრით ჩამოვა, თუკი არავინ არ გადაიტანა.
ამიტომაც, ბევრი ქვეყანა ტესტავს, არა იმიტომ რომ საავადმყოფოში დააწვინოს უსიმპტომო, არამედ რომ იცოდეს, თუ რა მდომარეობაა აი ამ რეპროდუქციის მაჩვენებლით.
მაგალითად ბელგიამ და ჰოლანდიამ ჩაატარეს 1000 ზოგადი პაციენტის კვლევა, სხვადასხვა სოციალური გარემო, ქალაქ სოფელი, დიდ პატარა და ასე შემდეგ და დაადგინეს შესაძლო იმუნიზაციის ხარისხი.
არავის მოსდის აზრად რომ უსიმპტომო ან ნაკლებსიმპტომიანი საავადმყოფოში გაუშვას,
ვიცით, უკვე ყველამ ვიცით, რომ ეს ადამიანები აავადებენ პერსონალს, აავადებენ ერთმანეთს, ამძიმებენ ერთმანეთს.
უკვე ყველამ ვიცით რომ აუცილებელია – არაფრის გაკეთება, არაფრის, გაიგეთ შეიგნეთ ამ თქვენს ხრონგ თავში, რომ უსიმპტომო ადამიანს სჭირდება – არაფერი. არაფერი.
ინჰალაციით ამძიმებ.
წამლებით ამძიმებ.
იზოლაციით ამძიმებ.
ერთად კოლექტიური კარანტინით ამძიმებ.
სამედიცინო პერსონალს აავადებ და იწვევ ეპიდემიას.
რა უნდათ, მეტს დატესტავ და გეყოლება მეტი ვირუსის მატარებელი, ეს ხომ ფაქტია.
ამიტომაც, ყველა ქვეყანა, რომელსაც ნაკლები რაოდენობით ყავს ახალი მძიმე ავადმყოფები და უსიმპტომოების რიცხვი გაცილებით აჭარბებს სიმპტომიანების რიცხვს, იხსნება.
გაუხსენით რა ამ ხალხს ტვინი და გონება ვინმემ“ – წერს სოციალურ ქსელში ფრანგიშვილი.
კომენტარები