
ისევე როგორც პატარა, ჭირვეულ და საყვარელ ბავშვებს, ძაღლებსაც ზუსტად ისე ესმით ყველაფერი, როგორც მათ აწყობთ. სხვანაირად ხომ მათ დიდ სიყვარულის უნარს, ჩვენდამი ერთგულებასა და უსაზღვრო საყვარლობას ახსნა არ ექნებოდა?!
გინდათ, რომ თქვენი ოთხფეხა მეგობრების უკეთ გესმოდეთ?! მაშინ ახლავე განაგრძეთ კითხვა და ნახეთ, თუ თავად რა ესმით, როდესაც მათ ვესაუბრებით.
1. ჩვენ ვამბობთ: წავედი სამსახურში

ფოტო: giphy
მათ ესმით: სამუდამოდ გტოვებ მეგობარო. ისიამოვნე შენი ცხოვრებით წყვდიადში, ერთფეროვნებასა და მარტოობაში
2. ჩვენ ვამბობთ: ჰეი, მოვედი

ფოტო: giphy
მათ ესმით: დავბრუნდი ხანგრძლივი ბრძოლიდან. მადლობა, რომ ამდენი ხანი ერთგულად მელოდებოდი. ამიერიდან მხოლოდ შენ გეკუთვნი
3. ჩვენ ვამბობთ: გავისეირნოთ?

ფოტო: giphy
მათ ესმით: მზად ხარ სამოგზაუროდ წავიდეთ და დაუვიწყარი თავგადასავალი მოვიწყოთ, უამრავი დაბრკოლება გადავლახოთ და გზად არაფერს შევუშინდეთ?
4. ჩვენ ვამბობთ: გშია?

ფოტო: giphy
მათ ესმით: გინდა სურსათის მთელი თვის მარაგი გაჭამო?
5. ჩვენ ვამბობთ: ნანიკოს კატა საყვარელია

ფოტო: giphy
მათ ესმით: თუ კრუტუნსა და თაგვების მოტანას არ ისწავლი, შენთან დამშვიდობება მომიწევს
6. ჩვენ ვამბობთ: ჰეი, მეგობარო, გინდა ჰამბურგერი გაგიყო?

ფოტო: giphy
მათ ესმით: ჰეი, მეგობარო, მოსაწევი არ გინდა?
7. ჩვენ ვამბობთ: მტვერსასრუტი უნდა ჩავრთო

ფოტო: giphy
მათ ესმით: ჩვენს სახლს მალე ძლევამოსილი ურჩხული ეწვევა, დროა დაიმალო
8. ჩვენ ვამბობთ: ჯოხი მომიტანე

ფოტო: giphy
მათ ესმით: თუ ჯოხს მომიტან, მტანჯველი სიკვდილისგან მიხსნი მეგობარო
9. ჩვენ ვამბობთ: ცუდი გოგო ხარ!

ფოტო: giphy
მათ ესმით: შენი დანახვა აღარ მინდა, ახლავე ჩაალაგე შენი ნივთები და მომშორდი!
10. ჩვენ ვამბობთ: მიყვარხარ!

ფოტო: giphy
მათ ესმით: უსიყვარულოდ
მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება
სასიხარულოდ….
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ
წყაროო:on.ge
კომენტარები