იტალიური საავტომობილო ბრენდის ისტორია დიდი ხნის წინ დაიწყო. 1906 წელს ფრანგმა ავტომწარმოებელმა ალექსანდრე დერეკმა იტალიაში თავისი ფირმის ფილიალი დააფუძნა და SIAD (Società Italiana Automobili Darracq) დაარქვა.
ფრანგული ბრენდის Darracq-ის მანქანები იმდენად კარგი იყო, რომ Alfa Romeos-სა და Opel-ის პროპტოტიპი გახდა. თუმცა, საფრანგეთში პოპულარულმა Darracq-ის მანქანებმა იტალიაში წარმატება ვერ მოიპოვეს – ტემპერამენტიან იტალიელებს მთიან რეგიონებში გადადგილებისთვის უფრო დინამიკური და ტრანსპორტი სჭირდებოდათ. ავტომობილების კომპანია სხვა ქალაქში გადაიტანეს და სახელი შეუცვალეს.
1910 წლის 24 ივნისს მილანში დაფუძნდა კომპანია A.L.F.A. – იშიფრება, როგორც Anonima Lombarda Fabbrica Automobili (ლომბარდის საავტომობილო ქარხანა, სახალხო კომპანია). დროთა განმავლობაში აბრევიატურიდან წერტილები ამოიღეს და L-ის ჟღერადობა შეარბილეს, რაც ბრენდის უპირატესობაზე მეტყველებდა – ალფა უძველესი ანბანის პირველი ასოა და ერთიანით აღინიშნება.
ბრენდის სახელის ისტორიაში კიდევ ერთი შემობრუნება მოხდა. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე იტალიურმა “Bank di Sconto”-მ, რომელიც A.L.F.A.-ს მთავარი აქციონერი იყო, წარმოების ფინანსურად გაძლიერება გადაწყვიტა. ომის პირობებში წარმატებული მუშაობის უზრუნველყოფისთვის ბანკმა კომპანიის ხელმძღვანელობა გამოცდილ მენეჯერს ნიკოლა რომეოს ჩააბარა. რომეომ ტრაქტორების, ავიამოტორების და სხვა სამხედრო აღჭურვილობის წარმოება აამუშავა. 1920 წელს, რთული პერიოდის წარმატებულად გავლის აღსანიშნავად ბრენდს აღმასრულებელი დირექტორის სახელი დაემატა. ამგვარად A.L.F.A. გახდა Alfa Romeo.
უკვე ახალი სახელით,1925 წელს ბრენდი მსოფლიო გრანპრის, Le Man-ის ოთხგზის, Targa Florio -ის ხუთგზის და Mille Miglia-ს ექვსგზის გამარჯვებული ხდება.
1920 წელს კომპანიაში კიდევ ერთი საინტერესო პიროვნება – მრბოლელი ენცო ფერარი გამოჩნდა. მალე ის კომპანიის სპორტული გუნდის დირექტორად დაინიშნა.
როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, Alfa Romeo სარბოლო მანქანების გარაჟს დიდი ხნის მანძილზე Scuderia Ferrari ერქვა, თუმცა საბოლოოდ, ეს სახელი Alfa-ს სტრუქტურას არ შეერწყა. დიდი ტექნიკური პოტენციალის და ენცო ფერარის ქარიზმის მიუხედავად, კომპანიის სახელზე არანაირად არ იმოქმედა.
საბოლოოდ, Alfa Romeo-ს სარბოლო მანქანებზე გაზრდილი ბრწყინვალე მძღოლი, მენეჯერი და დიზაინერი 1938 წელს კომპანიიდან წავიდა, რომ საკუთარი ბრენდი – Ferrari შეექმნა, თუმცა ეს სულ სხვა ამბავია.
კომენტარები