2023 წლის შემოდგომის ბოლო თვე დაიწყო. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ნოემბერი ბევრი ადამიანისათვის სიცხადისა და გარკვეული ურთიერთობების საბოლოოდ დასრულების ეტაპი იქნება. შესაძლოა, მნიშვნელოვანი აღმოჩენები გააკეთოთ, ადამიანების რეალური სახე დაინახოთ, საკუთარ შესაძლებლობებში კიდევ უფრო დარწმუნდეთ და განსაზღვროთ, რა გჭირდებათ ბედნიერებისათვის.
თვის ყველაზე რთული დღეებია: 4, 6, 13, 17, 20, 26 ნოემბერი. ამ დღეებში ემოციური არასტაბილურობა და დაუგეგმავი ამბებია მოსალოდნელი, რამაც შესაძლოა, მნიშვნელოვანი დილემის წინაშე დაგაყენოთ და არჩევანის გაკეთება გაგირთულდეთ.
ყველაზე ხელსაყრელი დღეებია: 1, 3, 14, 21, 23, 29 ნოემბერი. აღნიშნულ დღეებში დიდ მოტივაციასა და შემართებას იგრძნობთ და ნახავთ, რომ ყველაფერი იმაზე მარტივად გამოგდით, ვიდრე ფიქრობდით.
რაც შეეხება სრულ თვეს – ასტროლოგები ამბობენ, რომ ეს თვე წარსულის ტრავმებთან კიდევ ერთხელ შეგვახვედრებს და საბოლოო გადაწყვეტილების წინაშე დაგვაყენებს. მიხვდებით, რომ ზოგიერთი საქმის, ურთიერთობის გაგრძელება, ან თავიდან დაწყება შეუძლებელია და საბოლოოდ უნდა გათავისუფლდეთ.
მნიშვნელოვანი პერიოდია საკუთარი სურვილებისა და შინაგანი შიშების შესასწავლად. ახლა შესაძლოა, ზუსტად ამოიცნოთ, რა გიშლით ხელს იმაში, რომ ბედნიერი იყოთ. თვის ბოლოსკენ, სავარაუდოდ, ბევრი რამ გადაფასებული გექნებათ. მიხვდებით იმასაც, რომ ზოგიერთ ადამიანზე გადამეტებულ ყურადღებას გამოხატავთ, ბევრს ფიქრობთ სხვების ინტერესებზე და საკუთარი თავი გავიწყდებათ. ნოემბერი თქვენთვის შესაძლოა, დიდი ტრანსფორმაცია აღმოჩნდეს ერთი მხრივ, წარსულისაგან გათავისუფლების, მეორე მხრივ კი, ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყების კუთხით.
კომენტარები