მკვლევრებმა გაარკვიეს, რამდენი ფინჯანი ჩაი უნდა დალიოთ ყოველდღიურად დაბერების, ანუ ადამიანის ბიოლოგიური ასაკის შესანელებლად.
ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ დღეში დაახლოებით სამი ფინჯანი ჩაის დალევა ბიოლოგიური დაბერების შენელებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან სარგებელს იძლევა.
კვლევაში, როგორც ჩაის მომხმარებლებმა, ასევე მათ, ვინც ახლახან დაიწყეს ჩაის დალევა, აღენიშნებოდათ ბიოლოგიური ასაკის შემცირება მათთან შედარებით, ვინც არ სვამდა ამ სასმელს.
გარდა ამისა, ჩაის მსმელები ნაკლებად განიცდიან შფოთვას და დეპრესიის სიმპტომებს, ასევე უძილობას.
კვლევის თანახმად, ჩაის სარგებელი უფრო აშკარა იყო მათში, ვინც არ სვამდა ალკოჰოლს.
კომენტარები