ფეხით სიარული აუცილებელია – ამ დროს ხდება არა მხოლოდ კუნთების, არამედ ტვინის საქმიანობის სტიმულირებაც. ფეხით სიარული დადებითად მოქმედებს ნერვულ უჯრედებზე და ნეიროდეგენერაციული დაავადებების განვითარების რისკს აქვეითებს. ფეხით სიარულის მოყვარულებისთვის არსებობს სპეციალური ფეხით სიარულის აპლიკაცია, რომელიც გავლილი ნაბიჯების დათვლაში და დამწვარი კალორიების დაანგარიშებაში დაგეხმარებათ. ჩვენ კი გიამბობთ, რამდენი ნაბიჯის გავლა უნდა მოახერხოს ამა თუ იმ ასაკის ადამიანმა.
დღეში რამდენი ნაბიჯი უნდა გაიარონ ზრდასრულმა და ხანდაზმულმა ადამიანებმა?
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, ზრდასრულმა ჯანმრთელმა ადამიანმა დღეში 10.000 ნაბიჯი უნდა გაიაროს. ასეთი აქტივობა საშუალებას მოგცემთ, რომ თავი მხნედ იგრძნოთ, თუმცა ეს მაინც პირობითი მაჩვენებელია – ვიღაცისთვის დღეში 8-9 ათასი ნაბიჯიც საკმარისია, ვიღაცისთვის კი 15000 ნაბიჯიც ცოტაა.
ხანდაზმულების რეკომენდებული ნორმაა 5000-7000 ნაბიჯი.
სწორი სიარულისთვის რეკომენდაცია: ერთ ჯერზე თუნდაც 5-6 ათასი ნაბიჯის გადადგმა ბევრს უჭირს. ამიტომ, სავსებით საკმარისია დღის განმავლობაში 3-ჯერ 10-10 წუთით სიარული სწრაფი ნაბიჯით.
რამდენი ნაბიჯია ერთ კილომეტრში?
ადამიანების ნაბიჯების სიგრძე ერთმანეთისგან განსხვავდება. მაგალითად, ზრდასრული მამაკაცის ერთი ნაბიჯი შეიძლება ბავშვის ან ხანდაზმული ადამიანის 2-3 ნაბიჯის ზომის იყოს.
ასევე, ნაბიჯის სიგრძე დამოკიდებულია ადამიანის სიმაღლეზე. მაგ:
170-175 სმ სიმაღლის ადამიანის ნაბიჯის სიგრძეა, დაახლოებით, 70 სმ;
160-165 სმ სიმაღლის ადამიანის ნაბიჯის სიგრძე კი, დაახლოებით, 50 სმ;
რამდენი ნაბიჯია ერთ კმ-ში?
ნაბიჯების მიხედვით კმ-ს გამოსათვლელად ნაბიჯის საშუალო სიგრძეს (70 სმ) ვიყენებთ. შესაბამისად:
- 1 კმ =1429 ნაბიჯი
- 5 კმ = 7145 ნაბიჯი
- 7 კმ = 10.003 ნაბიჯი
- 10 კმ = 14. 290 ნაბიჯი
დღეში რამდენი ნაბიჯის გავლაა საჭირო წონის დასაკლებად?
წონის დაკლებისთვის ყოველდღიური ნაბიჯების რაოდენობის 20 ათასამდე უნდა გაიზარდოს. თუმცა წონის დაკლებისთვის, აქტიური სიარულის გარდა, ჯანსაღი ცხოვრების წესიც უნდა დაიცვათ – მენიუდან სწრაფი კვება და სხვა უსარგებლო საკვებიც უნდა ამოიღოთ.
კომენტარები