მრავალმილიონიანი ბიუჯეტი, სტუმრად მიწვეული ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიც რიანა, ბილ გეიტსი, მარკ ცუკერბერგი და ივანკა ტრამპი არიან – ასე აღნიშნა აზიის ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა კაცმა, მუკეშ ამბანმა უმცროსი ვაჟის დაოჯახება.
ანანტისა და მისი საცოლის, რადიჯა მერჩანტის საქორწილო წვეულებისთვის მუკეში კვირების განმავლობაში ემზადებოდა. თავად ცერემონია ქალაქ გუჯარატში 3 დღე-ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ქორწილის დღეს აეროპორტებიც კი გადაჭედილი იყო. ასობით ფრენა შესრულდა. ინდოეთის ერთ-ერთ უმდიდრეს ოჯახს არც სტუმრებზე ზრუნვა დავიწყებია და ისინი ყველაზე პრესტიჟულ სასტუმროებში განათავსა. საქორწილო სუფრის გაწყობაზე 500-მდე შეფმზარეული ზრუნავდა.
ინდოელმა.ბიზნესმენმა შვილის ქორწილის მუსიკალურად გასაფორმებლად რიანა მიიწვია. მომღერლის პერფორმანსი საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა და მის არაერთ ცნობილ ჰიტს მოიცავდა. აღსანიშნავია, რომ რიანას ინდოეთში აქამდე არასდროს უმღერია. ვარსკვლავის დასათანხმებლად ამბანების ოჯახმა არც მეტი არც ნაკლები, მომღერალს 7 მილიონი დოლარი გადაუხადა.
რაც შეეხება თავად ამბანებს, Forbes-ის მონაცემებით, მუკეშ ამბანის ქონება 116 მილიარდი დოლარია. ის Reliance Industries-ის მფლობელია. ასევე, სოლიდური წილები აქვსკავშირგაბმულობის, ნავთობის, ბუნებრივი აირის და საფინანსო ბიზნესში.ამბანების ოჯახის მასშტაბური და დიდი წვეულებებითაა სახელგანთქმული. ჯერ კიდე 2018 წელს, ოჯახის ერთ-ერთი ქორწილისთვის მათ სტუმრად მომღერალი ბიონსე მიიიწვიეს. წვეულება მაშინ 100 მილიონი დოლარი დაჯდა.
არანაკლებ თვალისმომჭრელად გამოუყურება ამბანების კერძო რეზიდენცია, სახელწოდებით ანტილია, რომლის ფართობიც 400 ათასი კვადრატული მეტრია. ის 27 სართულისგან შედგება და ისეა აგებული, რომ ყველაზე ძლიერ მიწისძვრებსაც კი გაუძლოს. საცხოვრებლის 6 სართული მხოლოდ პარკინგისთვისაა განკუთვნილი, რათა მათს მფლობელობაში არსებული ყველა ავტომობილის დატევა შეძლოს. ბინაში განთავსებულია 50-მდე საძინებელი, სპა, შიდა და გარე აუზები, კინოთეატრი, იოგას სტუდია და გოლფის მოედანი. თუმცა ეს ყველაფერი არაა, ამბანებს სპეციალური სივრცეც აქვთ გამოყოფილი, რათა თუ ვერტმფრენით სადმე გაფრენა მოუნდებათ, ეს უპრობლემოდ შეძლონ.
ამბანები გაჩერებას არც ამჯერად აპირებენ. როგორც ისინი ამბობენ, ყველაფერი გააკეთებენ იმისთვის, რომ ცხოვრების ყველა წამით დატკბნენ და სიამოვნება მიიღონ.
კომენტარები