საინფორმაციო სააგენტო “ადამს მედია” ტექნიკურ რეჟისორს ნინო უჩანეიშვილს ესაუბრა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
გაიხსენეთ ბავშვობა და მოგვიყევით განსაკუთრებულად რა გახსოვთ?
დედისერთა ვარ და აქედან გამომდინარე, ჩემი ბავშვობა იყო ძალიან ფერადი და მხიარული. ძალიან განებივრებული ვიყავი და ვარ.
რამ განაპირობა თქვენი პროფესია?
ეგ ცოტა რთულია თემაა პროფესიით მასწავლებელი ვარ, ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიისა და განათლების ფაკულტეტზე ვსწავლობ. თუმცა მეორე პროფესიით ტექნიკური რეჟისორი ვარ, თავისუფალ თეატრში. და ჩემი ეს გადაწყვეტილება ერთ შემთხვევაში ბავშვების, ხოლო მეორე შემთხვევაში კულტურის სიყვარულმა განაპირობა.
როგორია თქვენი ცხოვრება?
ჩემი ცხოვრება ძალიან საინტერესოა და ჩემი საქმიდან გამომდინარე, აფორიაქებულიც.
ყველაზე მეტად რას აფასებთ ადამიანში?
ადამიანში ვაფასებ გულწრფელობას, არ მიყვარს მატყუარა ადამიანები
რა არის აუცილებელი წარმატებისთვის?
წარმატებისთვის აუცილებელია რომ გჯეროდეს იმის, რასაც აკეთებ და იყო მიზანდასახული
რას განიცდით ყველაზე მეტად?
ყველაზე მეტად საყვარელი ადამიანების, ახლობლების დაკარგვას განვიცდი
ყველაფრის პატიება შეიძლება?
პატიება კი, დავიწყება ვერა
ფაქტი, რომელმაც შეგცვალათ?
სამწუხაროდ, ვერ ვიხსენებ…
რჩევა, რომელიც სულ გახსოვთ?
ჩემმა უსაყვარლესმა ადამიანმა და ნიჭიერმა მსახიობმა, ეკა ჩხეიძემ მირჩია ერთხელ-“ყველას დონეს ნუ გაუთანაბრდები, შენ შენს დონეზე იდექი”ო და ეს სულ მახსოვს.
სიზმრების გჯერათ?
უცნაურია, მაგრამ სიზმრების მჯერა.იმიტომ, რომ ბევრჯერ ამხდენია.
ადვილად ენდობით ადამიანებს?
არა, ძალიან რთულად ვიჯერებ და იშვიათად ვენდობი ადამიანებს
სიყვარული და ვნება ერთი და იგივეა?
არა, სიყვარული ბევრად მნიშვნელოვანი გრძნობაა, ვიდრე ვნება. ერთმანეთს ვერ შევადარებდი
პირველად რა ასაკში შეგიყვარდა?
15 წლის ასაკში შემიყვარდა პირველად.
სიყვარული – ეს არის…
ნიჭი
ყველაზე დიდი სიგიჟე რაც ჩაგიდენიათ…
ესე ვერ მახსენდება. თუმცა, ახლახან სვანეთში ვიყავი და ძალიან ექსტრემალური სურათი გამომივიდა ხრამთან, სადაც კინაღამ
გავვარდი
სათქმელი, რომელიც გინდათ, რომ საზოგადოებას უთხრათ…
საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ უფრო მეტად გაუღიმონ ერთმანეთს, აჩუქონ სითბო, სიყვარული და ყველაფერი ბევრად უკეთ იქნება. ღიმილი და
სიყვარული გვაკლია
რას უსურვებდით ჩვენს სააგენტოს?
გისურვებთ წარმატებას და გამარჯვებას ყველა თქვენს ჩაფიქრებულ საქმეში
კომენტარები