უდიდესი გერმანელი ფიზიკოსი, ალბერტ აინშტაინი, სერიოზულად იყო გატაცებული ვიოლინოზე დაკვრით. მას ძალიან უყვარდა ველოსიპედით სეირნობაც. ცნობილია ის ფაქტიც, რომ ის არასოდეს არ იცვამდა წინდებს. მეცნიერს ეზიზღებოდა წინდები. ეს რომ ხალხს არ შეემჩნია, იგი ყოველთვის მაღალყელიან ფეხსაცმელს ხმარობდა.
აინშტაინმა წამოაყენა ფარდობითობის თეორია და დიდი წვლილი შეიტანა კვანტური მექანიკის, სტატისტიკური მექანიკისა და კოსმოლოგიის განვითარებაში. 1921 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიკაში 1905 წელს ფოტოელექტრონული ეფექტის მისეული განსაზღვრებისთვის და ასევე თეორიულ ფიზიკაში მის მიერ შეტანილი წვლილისთვის. მეცნიერი 1955 წლის 18 აპრილს გარდაიცვალა.
კომენტარები