თუ თქვენ ან თქვენს მშობლებს გაქვთ შემდეგი სიმპტომები,მაშინ არ უნდა გადადოთ ექიმთან ვიზიტი:
- კითხვისას, დაიწყეთ ტექსტის რაც შეიძლება შორს გადატანა თვალებიდან;
- გაუარესდა შორს მხედველობა;
- სათვალით ვეღარ ხედავთ;
- შეიცვალა ფერის აღქმა, მაგალითად, ნაცნობი საგნები უფრო უფერული ჩანს;
- მხედველობის არეში გაჩნდა „ფარდები“, „ლაქები“;
- თვალებში გაჩნდა ან მკვეთრად გაიზარდა „მცურავი“ ლაქები;
- ვეღარ გრძნობთ არსებული საგნების ზომებს;
- გაჩნდა სწორი ხაზების გამრუდება და საგნების დამახინჯება;
- თვალების სიმძიმე, დაღლილობა, ტკივილი;
- გაჩნდა „ციმციმები“, „ელვა“, ნაპერწკლები;
- დილით აღინიშნება ქუთუთოების შეწებება;
- აღინიშნება ფოტოფობია, ცრემლდენა;
- ქუთუთოების შეშუპება და გაწითლება;
- სიმშრალის, „ქვიშის“ შეგრძნება თვალებში;
- თვალებისა და ქუთუთოების კიდეების ქავილი;
- ქუთუთოებზე და კონიუნქტივაზე ახალწარმონაქმნები;
- თავის ტკივილი, განსაკუთრებით მხედველობითი დატვირთვის შემდეგ.
თუ ჩამოთვლილთაგან ერთი მაინც გაქვთ, მიმართეთ სპეციალისტს. მხედველობის თითქმის ნებისმიერი პრობლემის მოგვარება შესაძლებელია ადრეულ ეტაპზე.
კომენტარები