რა ხდება, როცა ადამიანი იწყევლება ან იგინება – ამის შესახებ დეკანოზი თეოდორე გიგნაძე თავის ქადაგებაში საუბრობს.
„როგორც მოციქული გვასწავლის, წყაროდან მწარე და ტკბილი წყალი არ ამოდის. თუ შენ იგინები, ბილწსიტყვაობ და იწყევლები, შენს გულში სიწმინდე არ არის. ორივე ერთად არ არსებობს. ჩვენ აქ ყველას წინსწრებით მოგვეცა მადლი და დაუმსახურებლად ვდგავართ ახლაც აქ. ასეთი სიტყვები არ ისმინება სხვის მიერ იმიტომ რომ სიტყვას არ ახლავს შესაბამისი მადლისმიერი ენერგია, რომელიც ჩემი გულიდან უნდა გადიოდეს. ჩემს გულში კი მადლიერება არ არსებობს, რადგან ასეთ დროს ის უწმინდურია“,- ამბობს დეკანოზი.
კომენტარები