
რა ხდება როდესაც მოწევას თავს ანებებ? – საკითხზე დეტალურ ინფორმაციას ექიმი, ზაზა
თელია სოციალურ ქსელში ავრცელებს:
20 წუთში – შენი გულისცემის სიხშირე ეცემა;
12 საათში – სისხლში ნახშირბადის მონოქსიდის (მხუთავი აირი) დონე ჩამოდის ნორმაზე;
2 კვირიდან 3 თვემდე – შენი გულის შეტევის რისკი იწყებს შემცირებას. ფილტვის ფუნქცია
იწყებს გაუმჯობესებას;
1-დან 9 თვემდე – ხველა და სუნთქვის გაძნელება მცირდება;
1 წელში – გულის კორონარული დაავადების რისკი ნახევრდება იმასთან შედარებით, რაც
აქვს მწეველს;
15 წელში – შენი გულის კორონარული დაავადების რისკი მცირდება და უტოლდება იმ
მაჩვენებელს რომელიც აქვს არამწეველ ადამიანს.
კომენტარები