ვერძი – ოქტომბერში როგორც საქმიანი, ასევე პირადი ურთიერთიერთობების თვალსაზრისით წარმატება გელოდებათ. იგრძნობთ უფრო მეტ თავდაჯერებულობას. სამსახურებრივი საქმიანობა გახდება უფრო სასიამოვნო. შესაძლოა საქმიანი ურთიერთობა სასიყვარულო კავშირში გადაიზარდოს.
15 ოქტომბრიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებთან მჭიდრო კავშირი, რომლებთანაც ღრმა სულიერ სიახლოვეს გრძნობთ. სწორედ ამ შემთხვევაში შემოგთავაზებთ სამყარო ახალ შესაძლებლოებს. ეცადეთ, რომ სწორად გადაანაწილოთ დრო და გაუფრთხილდეთ მეგობრებს. 22 ოქტომბრიდან კი ბევრი სიახლე გელოდებათ, იგრძნობთ, რომ თითქოს თავიდან დაიბადეთ. 27 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილებები კი დიდ ფინანსურ წარმატებას გპირდებათ.
კურო – თქვენს პროდუქტიულობას და პროფესიონალიზმს სამსახურებრივ სფეროში ოქტომბერში დიდი გამოცდა ელის. შესაძლოა, საქმე გაგიორმაგდეთ და სწორედ პროფესიონალური ხედვის წყალობით მოახერხებთ სირთულეების დაძლევას. ოქტომბერი ბევრ ახალ შესაძლებლობას შემოგთავაზებთ.
რომანტიკული ურთიერთობებისთვის დრო აღარ დაგრჩებათ, მაგრამ ამ მხრივ დიდი სირთულეები არ გექნებათ. სასიყვარულო ურთიერთობებში სტაბილურობაა მოსალოდნელი. 13 ოქტომბრიდან არის კარგი პერიოდი ახალი წინადადებების მისაღებად, ახალი საქმის დასაწყებად. 15 ოქტომბრიდან შეძლებთ საქმიანი, ბიზნეს ურთიერთობების იდეალურად დალაგებას.
ტყუპები – ოქტომბერი, პირველ რიგში, მოგიტანთ პოზიტიურ განწყობას. შესაძლოა არ იცოდეთ რეალური მიზეზი კარგი განწყობის, მაგრამ მთელ თვეს მხიარულად გაატარებთ, დაძლევთ ყველანაირ შფოთვასა და დეპრესიას და ეს აბსოლუტურად ბუნებრივად, ვარსკვლავების გავლენით მოხდება.
სწორედ ამის გამო გახდებით კიდევ უფრო კრეატიულები და სამსახურებრივ სფეროში მარტივად მიაღწევთ წარმატებას. ასტროლოგები ამბობენ, რომ შესაძლოა ჯანმრთელობის უმნიშვნელო პრობლემებმა იჩინონთავი და იმისთვის, რომ ეს პრობლემები არ გართულდეს გირჩევენ, რომ არ უგულებელყოთ. იკვებეთ ჯანსაღად.
კირჩხიბი – ოქტომბერში წარსული შეგახსენებთ თავს. აუცილებლად გამოჩნდებიან თქვენს ცხოვრებაში ადამიანები წარსულიდან, ძველი მეგობრები, უბრალო ნაცნობები. მოსალოდნელია, რომ ყოფილმა რომანტიკულმა პარტნიორმა შეგახსენოთ თავი, თუმცა ასტროლოგები მასთან ურთიერთობის გაახლებას არ გირჩევენ – წარსულს ნუ მისცემთ დაბრუნების უფლებას.
15 ოქტომბრიდან ემოციური თვალსაზრისით არამდგრადი პერიოდი გეწყებათ და ბევრ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას სწორედ ემოციების გათვალისწინებით მიიღებთ, როს გამოც პრობლემები შეგექმნებათ. ყოველივე 24 ოქტომბრამდე გასტანს, ამ პერიოდში იპოვნით დამშვიდებისა და სხვადასხვა საკითხის სწორად გაანალიზების ძალას.
ლომი – დროა თქვენი ნამდვილი შესაძლებლობები, ძალა გამოავლინოთ და ყველას აჩვენოთ რა შეგიძლიათ. იყავით უფრო შემოქმედებითები და სამყარო აუცილებლად მოგცემთ წარმატების მომტან შესაძლებლობებს. ოქტომბერი შესანიშნავი პერიოდია თქვენი ყველაზე თამამი მიზნების მისაღწევად.
მოსალოდნელია, რომ დაქორწინების გადაწყვეტილებას მიიღებთ. ასტროლოგების განმარტებით, თუ ქორწინებას ამ პერიოდში გადაწყვეტთ, ის აუცილებლად იქნება წარმატების მომტანი. უფრო მეტი დრო დაუთმეთ ოჯახის წევრებს.
ქალწული – ფინანსური ანალიზის უნარი თქვენი თანდაყოლილი ნიჭია და ამ უნარს ოქტომბერში შესანიშნავად გამოიყენებთ. მოსალოდნელია რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება თქვენი შემოსავალი. გაჩნდება ფულის ისეთი წყარო, რომელიც ერთგვარი მოულოდნელობა იქნება თქვენთვის.
წარუმატებლობა და არასტაბილურობა გელოდებათ სასიყვარულო ურთიერთობებში. გირჩევთ, რომ არ მიიღოთ რადიკალური გადაწყვეტილებები. ამ თვალსაზრისით რთული პერიოდი 27 ოქტომბერს დასრულდება.
სასწორი – ოქტომბერი თქვენი თვეა. განსაკუთრებით წარმატებული იქნებით იმ შემთხვევაში, თუ კომუნიკაციის უნარს კიდევ უფრო გაიუმჯობებთ. რაც შეიძლება მეტი კომუნიკაცია – სწორედ ეს იქნება თქვენი წარმატების გარანტი. მთელი თვე ხელსაყრელი და წარმატების მომტანი წინადადებებით იქნება სავსე. შემოსავლის გაზრდას უნდა ელოდოთ 22 ოქტომბრიდან.
მორიელი – სხვა ზოდიაქოს ნიშნებთან შედარებით თქვენთვის რთული თვეა. ეს იქნება კონფლიქტებითა და დაპირისპირებებით სავსე თვე და უმნიშვნელოვანესია, რომ შეძლოთ ემოციების კონტროლი. შესაძლოა, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაზე უარის თქმაც კი მოგიხდეთ, მაგრამ ასტროლოგების თქმით, თუ ხედავთ, რომ ვიღაც ცხოვრებას გირთულებთ, სჯობს არ იდარდოთ, ისე მიიღოთ მისი გაშვების გადაწყვეტილება.
ეცადეთ მშვიდ ადგილას გაატაროთ უფრო მეტი დრო და როგორმე გაერიდოთ ცხოვრების დაძაბულ რეჟიმს. 25 ოქტომბრიდან რთული სიტუაცია თანდათან გამოსწორდება.
მშვილდოსანი – თქვენ წინ შესანიშნავი თვე გელოდებათ, ოცნებების ასრულების და მიზნების მიღწევის დრო დადგა. შესაძლოა ლიდერის პოზიციაზე აღმოჩნდეთ. გაატარეთ უფრო მეტი დრო მეგობრების გარემოცვაში და შეიძინეთ ახალი მეგობრები. 13 ოქტომბრიდან შესანიშნავი პერიოდია ახალი საქმის წამოსაწყებად, ეს საქმე აუცილებლადიქნება წარმატებული.
ასტროლოგები გირჩევენ, რომ უფრო ხშირად დაკავდეთ მედიტაციით და განიმტკიცოთ თვითრწმენა. თვის ბოლოს სასიყვარულო ურთიერთობებში გელოდებათ წარმატება. მოსალოდნელია, რომ გაიცნობთ ადამიანს, რომელიც თქვენი რომანტიკული პარტნიორი გახდება.
თხის რქა – მთელი წელი სხვა ზოდიაქოს ნიშნებთან შედარებით რთული პერიოდი გაქვთ და ოქტომბერიც არ იქნება გამონაკლისი, თუმცა შედარებით ამოისუნთქებთ. შეძლებთ ფინანსური პრობლემების მოგვარებას, თუმცა შემოსავლის მნიშვნელოვანი ზრდა მოსალოდნელი არ არის. ეს თქვენი გამოცდაა, რომელსაც ემოციების მართვის შემთხვევაში აუცილებლად გაუმკლავდებით.
მერწყული – კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის, აღმოჩენებისთვის, ახალი მეგობრების შეძენისთვის. ოქტომბერში შეძლებთ იპოვნოთ საკუთარი თავი, მიხვდებით თუ რა გინდათ სინამდვილეში. გჭირდებათ საკუთარ თავთან მარტო დარჩენა. ეცადეთ, თავი აარიდოთ ადამიანებთან მჭიდრო ურთიერთობებს, უფრო მეტი დრო გაატარეთ მარტომ. შესაძლოა, უცხოელი რომანტიკული პარტნიორი გაიჩინოთ და ეს სასიყვარულო ურთიერთობა აუცილებლად იქნება წარმატებული.
თევზები – გააგრძელეთ ინტუიციის მიხედვით ცხოვრება, ენდეთ შინაგან ხმას და აუცილებლად იქნებით წარმატებულები. ოქტომბერში თქვენს ყველა კითხვაზე მიიღებთ პასუხს, უფრო მკაფიოდ გაარჩევთ მოღალატე და ერთგულ ადამიანებს. სასიყვარულო ურთიერთობები ბედნიერებას მოგიტანთ, ფინანსური კუთხით კი სტაბილურობა შენარჩუნდება.
კომენტარები