სიბრძნის კბილი, როგორც წესი, 17-დან 25 წლამდე ან უფრო გვიან ამოგვდის და უმეტეს შემთხვევებში გართულებებს იწვევს.სავარაუდოდ, ტერმინის დამკვიდრება მისი ამოჭრის პერიოდს, ზრდასრულ ასაკს უკავშირდება.
სიბრძნის კბილი შეიძლება გახდეს კბილების წყობის დარღვევის, ინფექციებისა და დაავადებების გამომწვევი მიზეზი, რაც მნიშვნელოვნად აისახება ადამიანის ცხოვრების ხარისხზე. რადგანაც თანამედროვე ადამიანის ყბა უფრო პატარაა, სიბრძნი სკბილისთვის საკმარისი ადგილი აღარ რჩება, შესაბამისად, ვერ არის ის ფუნქციური და ბაქტერიებისა და ინფექციების წყაროც იქცევა.
უფრო მეტი დეტალისთვის, რა გართულებების წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ, თუ სიბრძნის კბილი ამოგვდის და რატომ არის მისი დაუყოვნებლივ ამოღება აუცილებელი, რიხტერის კლინიკას დავუკავშირდით. კლინიკის სტომატოლოგების განმარტებით, სიბრძნის კბილი შემდეგ გართულებებს იწვევს:
რეტენციული სიბრძნის კბილი ვერ ამოდის ბოლომდე ან ყბაში არასწორი პოზიცია უჭირავს. შედეგად, კბილი შეიძლება სხვა კბილს ან ქსოვილს დააწვეს და მისი დაზიანება და ტკივილი გამოიწვიოს.
იმისათვის, რომ ქრონიკული ტკივილი და ინფექციები ავიცილოთ თავიდან, რეკომენდებულია, რეტენციული კბილები დაუყოვნებლივ ამოვიღოთ.
ინფექცია და ანთება – სიბრძნის კბილებს ხშირად უჭირს სრულად ამოსვლა. ასეთ შემთხვევებში, კბილის გარშემო დაგროვილი საკვები და ბაქტერიები ინფექციას და ანთებას იწვევს.
თუ სიბრძნის კბილი ნაწილობრივ ამოსულია, მას შეიძლება ეფარებოდეს ღრძილი, რომლის ქვეშ ადვილად გროვდება საკვების ნარჩენები და მრავლდება ბაქტერიები. შედეგად,კბილის ირგვლივ ვითარდება რბილი ქსოვილის ანთება, რაც გამოიხატება შეშუპებაში, ტკივილში, პირის შეზღუდულ მოძრაობაში. ასეთ შემთხვევაში, მკურნალობის მეთოდებს მხოლოდ ექიმი ნიშნავს. დამატებითი გართულებების თავიდან ასაცილებლად თვითმკურნალობა დაუშვებელია… ვრცლად
კომენტარები