• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Monday 04th December 2023
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • კონფლიქტები
    • პერსონა
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტაბლოიდი
    • შოუ-ბიზნესი
    • ჰოროსკოპი
    • საინტერესო
    • კულინარია
    • ქალი და მამაკაცი
    • ტესტები
    • სახალისო
    • ელ წიგნები

რა ეტაპზეა სტატუსშეჩერებული სტუდენტების დავალიანების განულების პროცესი

რა ეტაპზეა სტატუსშეჩერებული სტუდენტების დავალიანების განულების პროცესი
86 ნახვა
0 shares
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ნოდარ პაპუკაშვილის განცხადებით, დავალიანების გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტების სწავლის ხელშეწყობის მიზნით, მთავრობის მიერ დაწყებული პროცესი დასრულების ეტაპზეა. ამის შესახებ მან განათლების კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც უმაღლესი და პროფესიული განათლების მიმართულებით სამინისტროს საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.

უმაღლესი განათლების თემების განხილვისას მინისტრის მოადგილემ ცალკე გამოყო საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხი და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ განულდა 40 მილიონი ლარის ოდენობის დავალიანება.

„საუბარია დაახლოებით 30 000 სტუდენტზე, რომელთაც მოეხსნათ დავალიანება. ახლა მათზეა დამოკიდებული, როგორ მივლენ და აღიდგენენ სტატუსს. ვისაც სწავლა უნდა, მობრძანდეს და ისწავლოს“, – თქვა მინისტრის მოადგილემ 7 ნომბერს ჩატარებულ კომიტეტის სხდომაზე.

ნოდარ პაპუკაშვილმა იმ კერძო უნივერსიტეტებზეც ისაუბრა, რომლებმაც ური განაცხადეს განათლების სამინისტროს მიერ შეთავაზებაზე (აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტები), ჩართულიყვნენ სტატუსშეჩერებული სტუდენტების დავალიანების განულების პროცესში: „ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ჩვენ სამართლიანი პირობები შევთავაზეთ კერძო უნივერსიტეტებს. ისინი რა კომპენსაციასაც მიიღებენ ამ კუთხით, ნებისმიერ საბაზო პირობებს აკმაყოფილებს“.

კომიტეტზე გაჟღერდა კითხვა, თუ რა არის გამოსავალი იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც აგრარულ და თავისუფალ უნივერსიტეტებში სწავლობენ და როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, ერთდერთი, რაც სახელმწიფოს შეუძლია გააკეთოს, არის ის, რომ ხელი შეუწყოს მათი მობილობის პროცესს სხვა უნივერსიტეტებში, იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტები ისურვებენ, რომ მიიღონ ეს შესაძლებლობა.

შეგახსენებთ, ფინანსური დავალიანების განულების პროცესი ეხებათ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს. საქართველოს მოქალაქე სტუდენტებს, რომელთაც 2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, ფინანსური დავალიანების გამო, სტატუსი აქვთ შეჩერებული. სტუდენტებს, რომელთა სტატუსის შეჩერებიდან არ არის გასული 5 წელი.

სამივე საფეხურის სტუდენტებს – ბაკალავრებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს შეუძლიათ, მიმართონ თავიანთ უნივერსიტეტებს.

კომენტარები

← Previous Next →

Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია