• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Wednesday 22nd March 2023
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტაბლოიდი
    • შოუ-ბიზნესი
    • ჰოროსკოპი
    • საინტერესო
    • კულინარია
    • ქალი და მამაკაცი
    • ტესტები
    • სახალისო
    • ელ წიგნები

რა ელის პუტინს ჰააგის გადაწყვეტილების შემდეგ? – სოსო ცინცაძის განმარტება

რა ელის პუტინს ჰააგის გადაწყვეტილების შემდეგ? – სოსო ცინცაძის განმარტება
50 ნახვა
0 shares
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn

ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. რამდენიმე თვის წინ საერთაშორისო საკითხებში ექსპერტი, სოსო სინცაძე „ალიასთან“ ინტერვიუში ამბობდა, რა შეიძლება მოჰყვეს პუტინისთვის და რუსეთისთვის ამ გადაწყვეტილებას. გთავაზობთ ამონარიდს „ალიას“ არქივიდან:

ავტორი ლევან ჯავახიშვილი

– ბატონო სოსო, ჰააგის ტრიბუნალმა რომ გაასამართლოს პუტინი და სასჯელი მიუსაჯოს, როგორ განახორციელებს მართლმსაჯულებას?

– ჰააგის სასამართლომ თუ გაასამართლა პუტინი, რუსეთში ვერ დააპატიმრებენ. რუსეთის ხელისუფლება არ ცნობს არც ჰააგის და არც სხვა საერთაშორისო სასამართლოებს, გარდა სტრასბურგის სასამართლოსი. რუსეთის კონსტიტუციით, რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილება, სტრასბურგის სასამართლოს გარდა, ყველა საერთაშორისო სასამართლოს აღემატება. ეს ცვლილებები 3 წლის წინ მიიღო რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ. ჰააგამ თუ დაუსწრებლად მიუსაჯა სასჯელი პუტინს, პუტინი რუსეთიდან, ფაქტობრივად, ვეღარ გავა. წავა ვენესუელაში, კუბაში, ბელარუსში, ირანში, ჩრდილოეთ კორეაში და ასეთ ქვეყნებში. სხვაგან დააპატიმრებენ და ჰააგას გადასცემენ….

…შესაძლოა, რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობიდან ვერც ვერავინ დაიჭირონ, თუ თვითონ რუსეთმა არ გადასცა ჰააგის ტრიბუნალს ბრალდებულები თუ მსჯავრდებულები. თუმცა, სასამართლო მაინც შედგება და მკაცრს განაჩენს გამოუტანენ დამნაშავეებს. ეს ძვირად დაუჯდება რუსეთს.

შესაძლოა, ჰააგამ გადაწყვიტოს, რომ რუსეთის ფედერაციის კუთვნილი და უცხოეთის ბანკებში დაყადაღებული ფული, რომელიც 350 მილიარდი დოლარია, ასევე, რუსი ოლიგარქებისთვის დაყადაღებული ფული, გადასცეს უკრაინას, როგორც დაზარალებულ მხარეს.

კომენტარები

← Previous Next →

Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია

Adam's Media