
ადელის წონა საზოგადოების განხილვის აქტიური საგანია.. ყველას აინტერესებს, თუ როგორ დაიკლო ცნობილმა მომღერალმა ბოლო დროს წონაში..
როგორც ცნობილია, ადელმა ზედმეტი კილოგრამებისგან გასათავისუფლებლად ე.წ. სირტუინის დიეტით დაიკლო. დიეტა ინგლისელმა ნუტრიციონოლოგებმა, აიდან გოგინსმა და გლენ მატენმა შეიმუშავეს.
ის ძირითადად კონცენტრირებულია სირტუინებზე, ანუ, იმ პროტეინებზე, რომელიც ორგანიზმის ჯანმრთელობასა და ჯანსაღ მეტაბოლიზს განაპირობებს.
სირტუინს შეიცავს ისეთი საკვები როგორებიცაა – ქეილი (ხუჭუჭა კომბოსტო), ზეთისხილისგან მომზადებული ზეთი, წიწიბურა, არგულა, მატჩა, მოცვი. დიეტური მენიუ ასევე შეიცავს წითელ ღვინოს, ყავასა და შავ შოკოლადს.
გლენ მეთენი ამბობს, რომ თუ ზემოთ ჩამოთვლილ საკვებს მიირთმევს, ერთ კვირაში 3 კგ-ს დაიკლებთ.
პირველი ერთი კვირის განმავლობაში საკვები მცირე რაოდენობით უნდა მიირთვათ – შემდეგ ერთი კვირის ულუფები უმნიშვნელოდ უნდა გაზარდოთ..
ასევე, დიეტის დაწყებიდან პირველი ერთი კვირის განმავლობაში 3 ფინჯანი სირტუინით მდიდარი სასმელი უნდა მიირთვათ – ეს შეიძლება იყოს მატჩას, ან მოცვის ჩაი.. ან თუ სასმელი არ გნებავთ, მათ მაგივრად ერთი ულუფა საკვები, რომელიც სირტუინით იქნება მდიდარი.
დიეტოლოგების თქმით, ასეთი დიეტა სასარგებლობა და ის წონის ბუნებრივად კლებას უწყობს ხელს.
კომენტარები